ტეტიშერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტეტიშერი — ძველი ეგვიპტის დედოფალი. ტაა I-ის მეუღლე, ტაა II-ის დედა და კამოსისა და იაჰმეს I-ის ბებია.

ტეტიშერი ზოგადად მცირე აღნაგობის ქალია, წინ წამოსული კბილებით. ეს დამახასიათებელი თვისება აქვს ყველა მის დინასტიის შთამომავლებს. ტეტიშერი ატარებდა ტიტულს „მეფის მთავარი ცოლი“. მისი შვილები ტაა II და გოგო იახოტეპი გახდნენ XVIII დინასტიის პირველი მმართველის. იაჰმეს I-ის მშობლები. ტეტიშერის შვილიშვილმა ბრძანა დაედგათ მისი სტელა რომელზეც წარწერა იყო:

ვიკიციტატა
„დედაჩემის დედა, მამაჩემის დედა.“

ტეტიშერი ზის დიდებულ პოზაში კვერთხით ხელში. შვილიშილმა ბებიასათვის შექმნა პირამიდა ბაღითა და ტბით გარშემორტყმული. მაგრამ იგი დაკრძალეს თებეში საოჯახო სამარხში. მისი მუმია ნაპოვნი იყო დეირ-ელ-ბაჰრში. ტეტიშერი იყო თებეს ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და აქტიურად მონაწილეობდა ეგვიპტიდან ჰიქსოსების განდევნაში. სწორედ ტეტიშერი ითვლება იმ დედოფლად რომელმაც პირველმა დაამტკიცა სამეფო კარზე ძლიერი ქალის ხელისუფლება. რამაც საბოლოო ჯამში დედოფალ ჰატშეფსუტის წარმატებული მართვა გამოიწვია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dodson, Hilton, The Complete Royal Families of Ancient Egypt, 2004
  • Porter and Moss, Topographical Bibliography of Ancient Egyptian Hieroglyphic Texts, Statues, Reliefs and Paintings, Volume V. Upper Egypt: Sites. (1st ed.) 2004