ტეტიანა დანილენკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტეტიანა დანილენკო
Tatiana Danilenko.jpg
დაბადების თარიღი 30 ოქტომბერი, 1983 (1983-10-30) (38 წლის)
ჟიტომირი, უკრაინის სსრ, სსრკ
ეროვნება უკრაინელი
მოქალაქეობა უკრაინა
საქმიანობა ჟურნალისტი, კორესპონდენტი

ტეტიანა დანილენკო (დ. 30 ოქტომბერი, 1983, ჟიტომირი) — უკრაინელი ტელეჟურნალისტი და ტელეწამყვანი. მუშაობს მეხუთე არხზე და „Hromadske.tv“-ზე. არის „უკრაინსკა პრავდას“ (Українська правда) რედაქტორი.

ტეტიანა დანილენკო დაიბადა უკრაინელი მწერლისა და უკრაინული ენის მასწავლებლის, ვლადიმერ დანილენკოს ოჯახში. ხანდახან 1998[1]-2001[2] წლებში ოჯახთან ერთად სტუმრობდა კიევს. შემდეგ კიევში დასახლდა და დაიწყო სწავლა კიევის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ინსტიტუტში. 2002 წელს, სწავლის მეორე წელს მოიპოვა თანხმობა რომ გამხდარიყო „STB“-ს კორესპონდენტი. ის ამ არხზე 2004 წლამდე მუშაობდა.

2007-2008 წლებში ურთიერთობა ჰქონდა ვლადისლავ კასკივთან.[2]

2010 წელს დანიელენკო მონაწილეობდა ქსენოფობიურ საქმეში სადაც უკრაინულმა მილიციამ (ბერკუტთან ერთად) უკრაინელი ჟურნალისტის, მუსტაფა ნაიემის მანქანა შეაჩერეს. [3]

2011 წლის 23 აგვისტოდან 25 აგვისტომდე პავლო კუჟეევთან ერთად მოაწყო უკრაინის დამოუკიდებლობის ტელემარათონი მე-5 არხზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობას ეძღვნებოდა. ეთერი 52 საათს გაგრძელდა.[4][5] ამის გამო, ის მოხვდა უკრაინის გინესის რეკორდების წიგნში, რადგან მიჰყავდა ყველაზე დიდხნიანი ტელეგადაცემა ისტორიაში.[6]

მას მიჰყავდა საღამოს გადაცემები „Radio NV“-ზე,[7] მიჰყავდა გადაცემა „FACE 2 FACE “[8] „ZIK TV“-ზე,[9] მოგვიანებით მიჰყავდა გადაცემა „კვირის შედეგი“ მე-5 არხზე და სხვ..

2014 წლის აგვისტოში ის გახდა რუსული პროპაგანდის აქტიური სამიზნე მას შემდეგ რაც მან ისაუბრა ბელარუსში არსებულ სიტუაციაზე და განაცხადა რომ ისინი „ჰომო სოვიეტიკუსები“ იყვნენ (ნეო-სოვიეტიზმი).

2017 წელს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა უჩივლა ტეტიანა დანილენკოს, რისი მიზეზიც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს დროს მის მიერ გაკეთებული კომენტარები იყო.[10]

2018 წლის ზაფხულში მისი სახელი გამოჩნდა უკრაინის გენერალური პროკურორის მოხსენებაში, რომელიც ეხებოდა არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის წარუმატებელ მცდელობას. სავარაუდოდ დანილენკოს გვარი მოსაკვლელთა სიაში ფიგურირებდა. [11]

2018 წლის 4 სექტემბერს მან ხელი მოაწერა საპროტესტო წერილს მას შემდეგ, რაც უკრაინის გენერალურმა პროკურორმა „რადიო თავისუფლების“ კიდევ ერთი უკრაინელი ჟურნალისტის ნატალია სედლეცკას პირადი ტელეფონიდან ინფორმაციის ამოღების უფლება გასცა.[12]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Test through 52-hour broadcasting. Moloda Ukrayina.
  2. 2.0 2.1 Halyna Vakar. Tetiana Danylenko gave birth to daughter of Vladislav Kaskiv (PHOTO). Gazette in Ukrainian. June 5, 2008
  3. საყვედური ბერკუტის ოფიცრის მიმართ, რომელმაც დააკავა ჟურნალისტი მუსტაფა ნაიემი [მკვდარი ბმული]. უკრაინის ჰელსინკის ადამიანის უფლებათა კავშირი. 2010 წლის 20 დეკემბერი
  4. Tetyana Danylenko and Pavlo Kuzheev will work in the studio for 52 hours without a break for sleep. Telekritika (2011-08-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2012-04-09.
  5. Tetyana Danylenko and Pavlo Kuzheev set a record: 52 hours of telethon. Telecriticism (2011-08-25). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-04-02. ციტირების თარიღი: 2012-04-09.
  6. Ведучі - 5 канал (2015-03-30). დაარქივებულია //www.5.ua/about/veduchi/Tetiana-Danylenko.html ორიგინალიდან — 2015-03-30. ციტირების თარიღი: 2018-11-09.
  7. Radio NV: who is more suspicious and what is Darth Vader doing in the office?
  8. FACE 2 FACE »with Tetyana Danylenko on ZIK TV channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-03-30. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
  9. The well-known presenter Tetyana Danylenko joined the team of ZIK TV channel. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-14. ციტირების თარიღი: 2021-05-31.
  10. Illia Ponomarenko. Ukraine’s interior minister sues journalist as part of Saakashvili case. The Kyiv Post. 18 September 2017
  11. Ukrainian officials go after the journalists who leaked the ‘Babchenko hit list’. Meduza. 6 June 2018
  12. Journalists Outraged by Ukrainian Court’s Decision to Allow Access to Muckraker’s Phone. Hromadske TV. 4 September 2018