ტერ-აბრამიანის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერ-აბრამიანის სახლი
რუს. Дом Тер-Абрамяна
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნ. სოკოლოვი
ტიპი ბაროკო
გახსნის თარიღი 1886

ტერ-აბრამიანის სახლი (რუს. Дом Тер-Абрамяна) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს დიდი სადოვაიის ქუჩაზე. სახლი აშენდა 1886 წელს ბაროკოს სტილში. ნ. სოკოლოვის პროექტის მიხედვით. როსტოვის ოლქის ადმინისტრაციის 2009 წლის 1 იანვრის დადგენილების მიხედვით შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურისა და ისტორიის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: დონის როსტოვი, დიდი სადოვაიის ქუჩა № 51.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერ-აბრამიანის სავაჭრო სახლი (მარჯვნივ) რევოლუციამდელ ფოტოზე

XIX საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში როსტოველი მეწარმე ტერ-აბრამიანი ფლობდა რამდენიმე სახლს, რომლებშიც ვაჭრობდა წიგნებით და დაკავებული იყო საგამომცემლო საქმიანობით. 1880 წლამდე მისი სტამბა და რედაქცია განთავსებული იყო ნაქირავებ ფართებში. იმისათვის რომ გაეფართოვებინა საგამომცემლო საქმიანობა, გადაწყვიტა აეშენებინა საკუთარი სახლი და იქ განეთავსებინა სტამბა და რედაქცია.

ამ პერიოდისათვის დიდი სადოვაიის ქუჩა ითვლებოდა ქალაქის ცენტრალურ ქუჩად. სწორედ ამ ქუჩაზე სემაშკოსა და გაზეთის შესახვევების გადაკვეთაზე ააშენეს სამსართულიანი აგურის შენობა წიგნის გამომცემელ ივანე ტერ-აბრამიანისათვის. ეს სახლი იყო მეორე მრავალსართულიანი სახლი დიდი სადოვაიის ქუჩაზე. სახლს ჰქონდა ორი გუმბათი.

ტერ-აბრამიანის ფინანსებით აგებულ სახლს ჰქონდა მორთული ფასადი. მის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა ძირითადი შესასვლელი. მის თავზე მეორე და მესამე სართულის სიმაღლეზე განთავსებული იყო დეკორაციული გაფორმებული პორტალები. ზედა სართული მთავრდებოდა ჩაზნექილი ფრონტონით. ფრონტნზე ამოკვეთილია აგების თარიღი „1886“.

სავაჭრო სახლი აშენებული იყო სანქტ-პეტერბურგის სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის კურსდამთავრებულის ნიკოლაი სოკოლოვის პროექტის მიხედვით, რომელიც 1887 წლიდან იყო ქალაქის მთავარი არქიტექტორი. მშენებლობის დამტავრების შემდეგ იჯარით გაიცა სახლის სათავსოები. პირველ სართულზე განტავსდა მაღაზიები და ფოტოატელიე. შენობაში ასევე მუშაობდა ტერ-აბრამიანის სტამბა.

ივან ტერ-პეტროსიანი გარდაიცვალა 1899 წელს. შენობა და სტამბა გადავიდა მისი შვილის, არამ ტერ-აბრამიანის საკუთრებაში, რომელმაც განაგრძო მამის საქმიანობა. 1910 წელს სტამბაში მუშაობდა 50 ადამიანი. არამ ტერ-აბრამიანი გარდაიცვალა 1919 წელს და სტამბა დაიხურა.

1920-იან წლებში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია. პირველ სართულზე განათავსეს მაღაზიები, ხოლო ზედა სართულებზე განასახლეს მაცხოვრებლები.

მეორე მსოფლიო ომის დროს დაზიანდა სახლის გუმბათი, თავად შენობა კი გადარჩა. ომის შემდეგ შენობა აღადგინეს, მაგრამ გუმბათების გარეშე. ფასადი გადაათეთრეს. ამჟამად სახლის პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზიები, ხოლო ზედა სართულები კვლავ დასახლებულია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]