ტელეკომუნიკაციები სომხეთში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხეთის მდებარეობა

ტელეკომუნიკაციები სომხეთში — სატელეფონო საკომუნიკაციო ქსელი სომხეთის რესპუბლიკაში.

მობილური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის მონაცემებით, სომხეთს ჯამში 3,5 მილიონი გამომწერი ჰყავს, ხოლო შეღწევადობა 120%-ს წარმოადგენს.

N ოპერატორი ტექნოლოგია მფლობელი
1 Viva Cell MTS GSM-900/1800 MHz (GPRS, EDGE)

UMTS-900/2100 MHz (Band: B1/B8) (UMTS, HSDPA) LTE-1800/2600 MHz (Band: B3/B7) (LTE)

MTS
2 Beeline (ბილაინი) GSM-900/1800 MHz (GPRS, EDGE)

UMTS-900/2100 MHz (Band: B1/B8) (UMTS, HSDPA)

LTE (900 MHz, 1800 MHz)

VEON
3 Ucom (უქომი) GSM-900/1800 MHz (GPRS, EDGE)

UMTS-900/2100 MHz (Band: B1/B8) UMTS, HSDPA LTE-800/1800/2600 MHz (Band: B3/B7/B20) (LTE-A)

Ucom

ამჟამად სომხეთში სამი მობილური ტელეფონის ოპერატორია: Viva Cell MTS, Ucom და Beeline. სამივე გთავაზობთ როგორც 2G და 3G ასევე 4G მომსახურებას. სამივე ქსელი საკმაოდ თანამედროვე და საიმედოა და მათი შეძენა შესაძლებელია დიდ მაღაზიებში. განბლოკილი მობილური ტელეფონების უმეტესობას აქვს როუმინგის შესაძლებლობა მაგრამ ამ შემთხევაში მომსახურების თანხა იზრდება. Ucom და Viva Cell MTS ხშირად ურჩევენ ტურისტებს ტარიფების მრავალფეროვნებისა და სხვადასხვა ენებზე დახმარების მიღების შესაძლებლობების გამო.

2012 წლის მონაცემებით, ყველა ძირითადი ხაზის დაახლოებით 90% ციფრულია და უზრუნველყოფს შესანიშნავი ხარისხის მომსახურებას რეგიონისთვის. დარჩენილი 10% მოდერნიზაციის პროცესშია.

საერთაშორისო სიტემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანი საქართველოს გავლით უკავშირდება ტრანსაზიის ევროპულ ბოჭკოვანი კაბელს. დამატებითი საერთაშორისო სერვისის მიღება შესაძლებელიასაჰაერო და ფიქსირებული კავშირით დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის სხვა ქვეყნებთან, მოსკოვის საერთაშორისო გადართვით და სატელიტით. სომხური ქსელების ძირითადი ხერხემალი დამზადებულია E3 ან STM-1 ხაზებით, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბითაა ხელმისაწვდომი.

VivaCell MTS-ის სათაო ოფისი ერევანში

უსადენო სატელეფონო მომსახურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრადიციულად, სომხეთში კარგად არის განვითარებული სატელეფონო მომსახურება. საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2017 წლისთვის სომხეთში 505,190 ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების აბონენტი იყო (რეზიდენტი და ბიზნესი) ან 100 მოსახლეზე 17,24 აბონენტი. ფიქსირებული ტელეფონის მომხმარებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა წინა 10 წელთან შედარებით, 2006 წლის 20.41-დან.[1] შემცირების ძირითადი მიზეზი მობილური ფიქსირებული ჩანაცვლებაა.

რადიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის მონაცემებით, სომხეთს აქვს 9 AM სადგური, 17 FM სადგური და ერთი მოკლე ტალღების სადგური. გარდა ამისა, არსებობს დაახლოებით 850,000 რადიო. ქსელის ძირითადი პროვაიდერია TRBNA.

ტელევიზია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთს აქვს 48 კერძო ტელევიზია 2 საზოგადოებრივ ქსელთან ერთად, რუსული ძირითადი არხებით, რომლებიც ფართოდ არის ხელმისაწვდომი ქვეყნის მასშტაბით.[2] სომხეთის სატელევიზიო ასოციაციის კომიტეტის თანახმად, 2011 წლის მონაცემებით, ტელევიზორის შეღწევადობა 80% -ს შეადგენს.

ინტერნეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სომხეთში დაახლოებით 1 400 000 ინტერნეტის მომხმარებელი და დაახლოებით 65 279 ინტერნეტ პროვაიდერია.[2] ქვეყნის კოდი (უმაღლესი დონის დომენი) სომხეთისთვის არის .am, რომელიც გამოყენებულია AM რადიოსადგურებისათვის და საიტებისთვის. [3]

არმენტელის (ეროვნული საკომუნიკაციო კომპანიის) ინტერნეტ – ბოჭკოვანი კავშირი ინტერნეტით სომხეთში შემოდის საქართველოს გავლით. და შემდეგ უკავშირდება დანარჩენ ინტერნეტს წყალქვეშა ბოჭკოვანი კაბელის საშუალებით შავ ზღვაში. სომხეთი საქართველოს გავლით უკავშირდება ტრანსაზიის ევროპული ბოჭკოვანი საკაბელო სისტემას, რომელიც გადის რკინიგზის გასწვრივ ფოთიდან თბილისამდე სომხეთის საზღვართან მარნეულის მახლობლად. GNC-Alfa არის უდიდესი დამოუკიდებელი ინტერნეტ – მონაცემთა მიმწოდებელი სომხეთში, 1500 კმ – იანი ბოჭკოვანი საკაბელო ინფრასტრუქტურით და მოიცავს სომხეთის 70% –ს.[4]

ინტერნეტის ცენზურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

OpenNet ინიციატივის (ONI) მიერ 2010 წლის ნოემბრის თვეში ჩამოთვლილია როგორც პოლიტიკურ სფეროში არსებითი ფილტრაცია და სოციალური, კონფლიქტის / უსაფრთხოების და ინტერნეტის საშუალებების შერჩევითი ფილტრაცია. სომხეთში ინტერნეტზე წვდომა დიდწილად შეუზღუდავია, თუმცა მეორე და მესამე თაობის ფილტრაცია იზრდება. სომხეთის პოლიტიკური კლიმატი არასტაბილური და მეტწილად არაპროგნოზირებადია. პოლიტიკური არეულობის დროს, მთავრობა ყოყმანობდა ინტერნეტში შეზღუდვების დაწესებას, როგორც საზოგადოების პროტესტისა და უკმაყოფილების შემცირების საშუალებას. სომხეთის რესპუბლიკის პოლიციის შესახებ კანონის მე -11 მუხლის თანახმად, სამართალდამცავებს უფლება აქვთ დაბლოკონ შინაარსობრივად დანაშაულებრივი ინტერნეტ რესურსები. [5][6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Statistics". www.itu.int. Retrieved 2018-08-30
  2. 2.0 2.1 CIA World Factbook, 2009: Armenia
  3. Country_code_top-level_domain#Commercial_and_vanity_use
  4. "Rostelecom acquires 75% minus one share stake in Armenia's GNC-ALFA". Retrieved 17 August 2018.
  5. "Freedom on the Net 2014: Armenia", დაარქივებული 2019-04-24 საიტზე Wayback Machine. Freedom House. Retrieved on 14 December 2014.
  6. "Armenia Subject to Censorship from Russia", დაარქივებული 2020-10-28 საიტზე Wayback Machine. Media.am, 25 December 2012. Retrieved on 14 December 2014.