შინაარსზე გადასვლა

ტეატეტუს ათონელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტეატეტუს ათონელი
ძვ. ბერძნ. Θεαίτητος
დაბ. თარიღი ძვ. წ. 417[1]
დაბ. ადგილი ათენი
გარდ. თარიღი ძვ. წ. 369[1]
გარდ. ადგილი ათენი[1]
მოქალაქეობა ძველი ათენი
საქმიანობა მათემატიკოსი და ფილოსოფოსი

თეეტეტოსი,[2] თეეტეტე,[3] ტეატეტუს ათონელი (ძვ. ბერძნ. Θεαίτητος, ძვ. წ. 417 — ძვ. წ. 369) — გამოჩენილი ძველი ბერძენი მათემატიკოსი. იკვლევდა ირაციონალობის პრობლემას: როგორც ალგებრულად, ისე გეომეტრიულადაც დაამტკიცა , და სხვა რიცხვების ირაციონალობა – ეს იყო სრულიად ახალი მიმართულება მათემატიკაში; განავითარა მოძღვრება უთანაზომო მონაკვეთების შესახებ; მან სრულყო მოძღვრება წესიერი მრავალკუთხედების შესახებ, შეისწავლა დოდეკაედრი, იკოსაედრი და ოქტაედრი.

მის ცხოვრებაზე ცოტა რამ არის ცნობილი, ძირითადად პლატონის დიალოგიდან „ტეატეტუსი“. პლატონი გვამცნობს, რომ ტეატეტუსი, ისევე, როგორც თვითონ პლატონი, სწავლობდა თეოდორე კირენელთან.

როგორც პლატონი იტყობინება, ტეატეტუსი მოკვდა ჭრილობებისგან გზაში, ათენსა და კორინთოს შორის ომის შემდეგ, სადაც დიდი სიმამაცე გამოიჩინა.

მის პატივსაცემად, მთვარის ერთ-ერთ კრატერს დაარქვეს თეეტეტოსი.

  1. 1 2 3 MacTutor History of Mathematics archive — 1995.
  2. ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2023. — გვ. 62.
  3. ↑ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985. — გვ. 48.