ტაძარანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაძარანი — სოფელი ტაოში. მოხსენიებულია IX საუკუნის სომხურიდან ნათარგმნ ქართულ ჰაგიოგრაფიულ ძეგლში „წამებაჲ დავითისი და ტირიჭანისი“, რომლის მოქმედება VII საუკუნეში ვითარდება. თანამედროვე მკვლევართა აზრით ტაძარანი შესაძლოა იყოს თურქეთში, სოფელ ალაბალიკის დასავლეთით, 3 კმ. დაშორებით შემორჩენილი არქიტექტურული კომპლექსის ნანგრევები, რომელიც რამდენიმე დარბაზული ეკლესიისა და ციხე-სიმაგრის ნაშთებისგან შედგება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ტაძარანის მონასტრის იდენტიფიკაციის შესახებ“. ლევან წიქარიშვილი, ქეთევან ინწკირველი, მარიამ ციბაძე, თეიმურაზ ხუციშვილი. კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო შრომების კრებული. თბ., 2012, გვ. 189-198.