ტაცინსკაიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაცინსკაიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია
ტაცინსკაიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაცინსკაია
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1993-1999
Images.png გარე სურათები
Image-silk.png ეკლესიის ფოტო
Image-silk.png ინტერიერი


ტაცინსკაიის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (რუს. Церковь Успения Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია ტაცინსკის რაიონის სოფელ ტაცინსკაიაში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ვოლგოდონის ეპარქიას[1]. აგებულია 1999 წელს.

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, ტაცინსკის რაიონი, სოფელი ტაცინსკაია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქტომბრის რევოლუციამდე სოფელში მდებარეობდა ორი ტაძარი 1930-იან წლებში დაანგრიეს წმინდა ნიკოლოზის ეკლესია, ხოლო 1937 წელს მეორე ეკლესიაც გაანადგურეს და მის ადგილზე ააგეს ხის, დროებითი ტაძარი, რომელიც მალე გადააკეთეს ხორბლის საცავად და შემდეგ ისიც დაშალეს. 1946 წელს გამოიყენეს ხის ტაძრის ნარჩენები და სოფლის მოსახლეობამ ააშენა სალოცავი, რომელშიც მიმდინარეობდა ღვთისმსახურება 1960 წლამდე. ხრუშჩოვის პერიოდში ისიც დახურეს, მრევლი კი მოხსნეს რეგისტრაციიდან[2] .

მომავალში, 1989 წლის 9 ნოემბერს ტაცინსკაიის მრევლი კვლავ დარეგისტრირდა და განთავსდა სამლოცველო სახლში პესჩანის ქუჩაზე ნომერ 27-ში. მისი პირველი მოძღვარი გახდა მღვდელი ვიქტორ ვორონოვი ხოლო დეკანოზ ალექსანდრეს მოღვაწეობის დროს გადაწყდა ტაძრის აგება კალინინის ქუჩაზე, ტაძრის საძირკვლის კურთხევა 1993 წლის 12 სექტემბერს გაიმართა. 1994 წელს მრევლის წინამძღვრად დაინიშნა დეკანოზი ვასილი მაშტანოვი, რომელმაც გააკეთა არჩევანი, არქიტექტორ ი. ვ. განუსის ტაძრის პროექტზე.[3] .

პირველი წირვა ჩატარდა 1999 წლის 21 სექტემბერს. 2003 წელს ტაძარში შეასრულეს შიდა და გარე მოსაპირკეთებელი სამუშაოები, დამზადდა კანკელი[2]. 2010 წლის 21 მაისიდან ტაძრის წინამძღვარია მღვდელი როსტისლავ საღინაშვილი[4]. ტაძარი მდებარეობს კალინინის ქუჩა ნომერ 42-ში[5].

საინტერესო ფაქტია, რომ ამ ტაძრის აშენებამდე ტაცინსკის რაიონში ნახევარი საუკუნის მანძილზე არ იყო არც ერთი მოქმედი ეკლესია, გარდა ხუტორ კარპოვო-ობროვსკის ოდიგიტრიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრისა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]