ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ
ტაუმატა Taumata | |
---|---|
კოორდინატები: 40°20′51″ ს. გ. 176°33′02″ ა. გ. / 40.34750° ს. გ. 176.55056° ა. გ. | |
სიმაღლე | 305 მ მ |
ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ (მაორი. Taumatawhakatangihangakoauauotamateaturipukakapikimaungahoronukupokaiwhenuakitanatahu) ან ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეაპოკანუენუაკიტანატაჰუ — ბორცვი ახალ ზელანდიაში, ჩრდილოეთ კუნძულზე, ჰოკს-ბეის რეგიონში. სიმაღლე ზღვის დონიდან 305 მეტრს შეადგენს. მისი სახელწოდება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ურთიერთობის გამარტივების მიზნით ხშირად შემოკლებულად წარმოითქმის როგორც ტაუმატა (მაორი. Taumata).
სახელის მნიშვნელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დასახელება „ტაუმატაუაკატანგიანგაკოაუაუოტამატეატურიპუკაკაპიკიმაუნგაჰორონუკუპოკანუენუაკიტანატაჰუ“ ითარგმნება შემდეგ ნაირად : „მწვერვალი, სადაც ტამატეა, ადამიანი დიდი მუხლებით, მთებზე მცოცავი, მიწების მყლაპავი რომელმაც იმოგზაურა, უკრავდა თავის ფლეიტას თავისი შეყვარებულისთვის“. 85 სიმბოლოს გამოყენებით გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნის მიხედვით ის მსოფლიოს უგრძელესი სახელის მქონე ადგილია.