ტატიანა გოლიკოვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტატიანა გოლიკოვა

ტატიანა გოლიკოვა (რუს. Татья́на Алексе́евна Го́ликова; დ. 9 თებერვალი, 1966, მიტიში, მოსკოვის ოლქი, რსფსრ, სსრკ) — რუსი პოლიტიკოსი და ეკონომისტი, რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე სოციალური პოლიტიკის საკითხებში 2018 წლის 18 მაისიდან. რუსეთის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის და ფინანსური კონტროლის ფაკულტეტის დეკანი.

რუსეთის მრიცხველი პალატის თავმჯდომარე (2013-2018), რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე დსთ-ს ქვეყნებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში. რუსეთის ფედერაციის ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრი (2007-2012), რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე (2002-2004).

რუსეთის ფედერაციის დამსახურებული ეკონომისტი (2004), ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. „სამშობლოს წინაშე დამსახურებებისთვის“ ორდენის მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხის კავალერი.

პოლიტიკური მოღვაწეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის სექტემბერში გოლიკოვა დაინიშნა ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრად ვიქტორ ზუბკოვის კაბინეტში, ჩაანაცვლა მიხეილ ზურაბოვი. დანიშვნის წინადადება მიიღო პირადად ვლადიმერ პუტინისგან.[1]

2008 წლის მაისში, რუსეთის ახალი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვეევის არჩევის და ინაუგურაციის შემდეგ, კვლავ დაინიშნა ჯანდაცვის და სოციალური განვითარების მინისტრად, ამჯერად ვლადიმერ პუტინის კაბინეტში.[2] 2009 წლიდან, მინისტრობასთან ერთად იყო აუცილებელი სამედიცინო დაზღვევის ფედერალური ფონდის მართვის თავმჯდომარე.[3] 2010 წელს შევიდა ეკონომიკური განვითარების და ინტეგრაციის სამთავრობო საბჭოში.

რუსეთის პრეზიდენტის დამხმარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წლის მაისში, მას შემდეგ რაც მთავრობა ახლადარჩეული პრეზიდენტის წინაშე გადადგა, ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის დამხმარედ.[4][5] ჯანდაცვის და სოციალური განვითარების სამინისტრო რეორგანიზაციას დაექვემდებარა და გაიყო ორ დამოუკიდებელ, შრომისა და სოციალური დაცვის და ჯანდაცვის სამინისტროებად, რომლებსაც სათავეში ჩაუდგნენ გოლიკოვას ყოფილი მოადგილეები, მაქსიმ ტოპილინი და ვერონიკა სკვორცოვა.

2013 წლის ივლისში გოლიკოვა შეიყვანეს რუსეთის ფედერაციის მრიცხველი პალატის თავმჯდომარეობის კანდიდატების სამკაციან სიაში. 2013 წლის სექტემბერში ვლადიმერ პუტინმა მისი კანდიდატურა აირჩია და დასამტკიცებლად სახელმწიფო დუმაში გადაგზავნა.

მრიხველი პალატის თავმჯდომარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 20 სექტემბერს სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა გოლიკოვას კანდიდატურა (415 მომხრე, 5 მოწინააღმდეგე).[6][7] იმავე დღეს, პრეზიდენტის ბრძანებით, იგი დაითხოვეს პრეზიდენტის დამხმარის თანამდებობიდან სხვა პოსტზე გადასვლის მიზეზით.[8]

გოლიკოვას თავმჯდომარეობის პერიოდში, მრიცხველმა პალატამ ჩაატარა 1480 საკონტროლო და ექსპერტ-ანალიტიკური ღონისძიება, რომელმაც მოიცვა 11 709 ობიექტი. ბიუჯეტური სახსრების შესვლა-გამოყენებისას მთლიანობაში აღმოჩენილი შეცდომები და დარღვევი შეფასდა 3,9 ტრილიონ რუბლად (გამოვლინდა 18 481 დარღვევა). შემოწმებების შედეგად აღიძღა 1209 საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და 128 სისხლის სამართლის საქმე.[9]

მისი მოღვაწეობის დროს, მრიცხველი პალატის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სისტემური შემოწმება იყო კოსმოდრომი „აღმოსავლურის“ შემოწმება. საკონტროლო უწყების შეფასებით, მშენებლობის ფასი გაბეერილი იყო 13 მილიარდ რუბლზე მეტით. აუდიტორებმა აღმოაჩინეს სქემები, რომელთა წყალობითაც ხერხდებოდა სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი გამოყენება და შესაბამისად, აღკვეთეს ამგვარი ხარჯვის გაგრძელება.[10][11][12]

2018 წლის 17 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო დუმაში შეიტანა გოლიკოვას თხოვნა გადადგომის შესახებ.[13] იქამდე, რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა შესთავაზა გოლიკოვას გამხდარიყო ვიცე-პრემიერი განათლების, ჯანდაცვის და სოციალური პოლიტიკის საკითხებში.[14]

ვიცე-პრემიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის 18 მაისს პრეზიდენტმა პუტინმა დაამტკიცა მთავრობის ახალი შემადგენლობა, რომელსაც სათავეში დიმიტრი მედვედევი ედგა და რომელშიც გოლიოვა თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა. მისი მოღვაწეობის სფეროში მოექცა სოციალური პოლიტიკა.[15] 1 რუსეთში ჩასატარებელი საპენსიო რეფორმის მომზადებისას, 2018 წლის 6 სექტემბერს დაინიშნა პრეზიდენტის სპეციალურად წარმომადგენლად დუმაში ამ საკითხთან დაკავშირებული თემების განხილვის დროს.[16]

შეფასება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოლიკოვას კოლეგები აღნიშნავდნენ მის შრომისუნარიანობას და ამტკიცებდნენ, რომ გოლიკოვამ ფედერალური ბიუჯეტის ყველა ციფრი ზეპირად იცოდა. მას შეარქვეს სხვადასხვა სახელები — „ტრუდოგოლიკოვა“, „მის-ბიუჯეტი“.[17] ჟურნალი „Огонёк“ წერდა, რომ ფინანსთა მინისტრი ალექსეი კუდრინი ბიუჯეტზე მუშაობის დაწყებისას ამბობდა: „მე ჩაი და გოლიკოვა“[18].

გოლიკოვას ავტორიტეტი იყო საბაბი რუსეთის ფედერაციის მაშინდელი პრეზიდენტისთვის, მოგვიანებით კი მთავრობის თავმდჯომარისთვის, ვლადიმერ პუტინისთვის, შეეთავაზებინა მისთვის სოციალური განვითარების მინისტრის პოსტი 2007 წელს. პუტინმა აგრეთვე დანიშნა გოლიკოვა მრიცხველი პალატისა და მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე. პრეზიდენტის მხარდაჭერა, ჟურნალისტ ვსევოლოდ ბელჩენკოს აზრით, ეხმარებოდა გოლიკოვას ისეთი სადავო საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა საპენსიო რეფორმა და ა.შ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Татьяна Голикова. Эхо Москвы (2012-02-24). წაკითხვის თარიღი: 2013-09-15.
  2. Указ Президента Российской Федерации от 12 мая 2008 года № 737. Российская газета (2008-05-13). წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.
  3. Нина Кострецова. (2008-11-18) Медстрах возглавил финансист. Российская газета. წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.
  4. Указ Президента РФ от 21.05.2012 № 673. Официальный сайт Президента России. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-09-21. წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.
  5. Владимир Путин огласил состав правительства“, Lenta.ru, 2012-05-21. წაკითხვის თარიღი: 2012-05-21. 
  6. Утреннее пленарное заседание Госдумы 20 сентября 2013 года. Государственная дума Федерального собрания Российской Федерации (2013-09-20). წაკითხვის თარიღი: 2013-09-20.
  7. Постановление Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации от 20 сентября 2013 года № 2859-6 ГД «О Председателе Счетной палаты Российской Федерации» დაარქივებული სექტემბერი 27, 2013 საიტზე Wayback Machine
  8. Указ Президента Российской Федерации от 20 сентября 2013 года № 723 «О Голиковой Т. А.». Официальный интернет-портал правовой информации (2013-09-20). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2013-09-21. წაკითხვის თარიღი: 2013-09-20.
  9. https://rg.ru/2018/05/18/putin-utverdil-predstavlennyh-medvedevym-chlenov-pravitelstva.html
  10. http://kommersant.ru/doc/2658817
  11. http://www.rbc.ru/economics/08/02/2015/54d75fa09a79477ecca44b04
  12. http://www.tvc.ru/news/show/id/84264
  13. Голикова расплакалась во время выступления в Госдуме“, РИА Новости, 20180517T1121+0300Z. წაკითხვის თარიღი: 2018-05-18. (ru) 
  14. Татьяна Голикова со слезами покинула пост председателя Счетной палаты — SPEAKERCOM / СПИКЕРКОМ. speakercom.ru. წაკითხვის თარიღი: 2018-05-18.
  15. Kremlin.ru. “Рабочая встреча с Председателем Правительства Дмитрием Медведевым“. (ru) 
  16. Татьяна Голикова назначена спецпредставителем Президента в парламенте при рассмотрении законопроектов по вопросам назначения и выплаты пенсий / kremlin.ru, 6 сентября 2018 года
  17. Татьяна Голикова — «королева бюджета». Российская газета (2008-11-19). წაკითხვის თარიღი: 2013-09-16.
  18. Татьяна Голикова — РБК: «Отраслевые министерства должны умерить аппетиты». წაკითხვის თარიღი: 2015-09-11.