ტამარ ბრექსტონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამარ ბრექსტონი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ტამარ ესტინ ბრექსტონი
დაბ. თარიღი 17 მარტი, 1977 (1977-03-17) (47 წლის)
დაბ. ადგილი Severn[1] [2] [3]
წარმოშობა სევერნი, მერილენდი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული, გოსპელი
საქმიანობა მომღერალი, წამყვანი, მსახიობი
აქტიური 1989 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი tamarbraxton.com
ტამარ ბრექსტონი ვიკისაწყობში

ტამარ ესტინ ბრექსტონი (ინგლ. Tamar Estine Braxton; დ. 17 მარტი, 1977, სევერნი, მერილენდი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და წამყვანი.

ბრექსტონმა კარიერა 1990 წელს დაიწყო. მან თავის დებთან ერთად შექმნა რიტმ-ენდ-ბლუზ ჯგუფი The Braxtons. ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი So Many Ways 1996 წელს. ტრიო მალე დაიშალა, რის შემდეგაც 2000 წელს ბრექსტონმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი ლეიბლ DreamWorks Records-ის ეგიდით. ცამეტწლიანი პაუზის შემდეგ ბრექსტონმა გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი, Love and War (2013), Epic Records-ის ეგიდით. ალბომი მეორე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში.[4] იმავე წელს გამოუშვა კიდევ ერთი ალბომი Winter Loversland. მუსიკოსმა შემდეგ გამოუშვა თავისი მეოთხე და მეხუთე ალბომები, Calling All Lovers (2015) და Bluebird of Happiness (2017). ბრექსტონს მოგებული აქვს BET Award და სამი Soul Train Music Awards. ის ასევე იყო ნომინირებული ოთხჯერ გრემის ჯილდოზე.[5][6][7][8]

2011 წლიდან 2020 წლამდე მუსიკოსი თავის ოჯახთან ერთად გამოდიოდა We TV რეალით-სატელევიზიო სერიალში Braxton Family Values. 2013 წლიდან 2016 წლამდე იყო Fox-ის თოქ-შოუს The Real-ის წამყვანი, რისთვისაც დაიმსახურა ემის ჯილდოს ორი ნომინაცია.[9][10] 2019 წელს მოიგო Celebrity Big Brother-ის მეორე სეზონი.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტამარ ესტინ ბრექსტონი დაიბადა 1977 წლის 17 მარტს სევერნში, მერილენდში. მუსიკოსი სიმღერით ბავშვობაში დაინტერესდა. მამა, მაიკლ ბრექსტონი, პასტორი იყო, რის გამოც ტამარი ეკლესიის გუნდში მღეროდა. 1989 წელს დებთან ერთად შექმნა ჯგუფი. მათ კონტრაქტი დადეს ლეიბლ Arista Records-თან. 1990 წელს გამოუშვეს პირველი სინგლი, „Good Life", რომელიც 79-ე ადგილზე გავიდა Billboard Hot R&B/Hip-Hop Singles-ის ჩარტში. მალევე ჯგუფმა დატოვა ლეიბლი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს ბრექსტონმა ხელი მოაწერა სოლო კონტრაქტს ლეიბლთან LaFace Records. 1993 წელს The Braxtons-მა კონტრაქტი გააფორმა LaFace Records-თან. 1996 წელს ჯგუფმა გამოუშვა ალბომი So Many Ways. ნამუშევარი ბილბორდის R&B/Hip-Hop ალბომების ჩარტში 26-ე ადგილზე გავიდა.[11] მალევე ჯგუფი დაიშალა.

2000 წელს ბრექსტონმა გამოუშვა თავისი სადებიუტო სოლო ალბომი ლეიბლ DreamWorks Records-ის ეგიდით. მალევე მან ლეიბლი დატოვა, 2004 წელს კი ხელი მოაწერა კონტრაქტს ტომი მოტოლას ლეიბლთან Casablanca Records და დაიწყო მუშაობა მეორე ალბომზე. 2010 წელს გამოჩნდა რეალით შოუში Braxton Family Values.[12] 2012 წელს დაიწყო თავისი შოუ Tamar & Vince.

2013 წელს ბრექსტონმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Epic Records-თან და გამოუშვა მეორე ალბომი Love and War.[13] ალბომის პირველი სინგლი გამოვიდა 2012 წლის 6 დეკემბერს. სიმღერამ კომერციული წარმატება მოიპოვა და 9 კვირა გაატარა რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში პირველ ადგილზე.[14] რაც შეეხება ბილბორდის ცხელ ასეულს, ნამუშევარი ჩარტში 57-ე ადგილზე აღმოჩნდა. შემდეგ მუსიკოსმა გამოუშვა მეორე სინგლი „The One". კომპოზიცია 34-ე ადგილზე გავიდა Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში.[15] მესამე სინგლი, „All the Way Home", გამოვიდა 2013 წლის 21 აგვისტოს. კომპოზიცია ბილბორდის ცხელ ასეულში 96-ე ადგილზე გავიდა, ხოლო Hot R&B/Hip-Hop სიმღერების ჩარტში 37-ე ადგილი დაიკავა. ალბომს კომერციული წარმატება ხვდა წილად. გამოსვლიდან პირველივე კვირაში მისი 114,000 ასლი გაიყიდა.[16]

2014 წლიდან 2019 წლამდე ბრექსტონმა გამოუშვა ალბომები, როგორიცაა Calling All Lovers და Bluebird of Happiness, ასევე გამოვიდა შოუში Dancing with the Stars.[17] 2019 წელს ბრექსტონმა მოიგო რეალითი შოუ Celebrity Big Brother და გახდა პირველი აფრო-ამერიკელი გამარჯვებული შოუს ისტორიაში.[18][19][20] იმავე წელს ითამაშა ფილმში The Bold and the Beautiful.

2020 წლიდან ბრექსტონმა ითამაშა ისეთ ფილმებში, როგორიცაა True To The Game 2 და იყო გადაცემის To Catch A Beautician-ის წამყვანი. მან ასევე გამოუშვა პოდკასტი, რისთვისაც მიიღო NAACP Image Awards-ის ნომინაციები. 2022 წელს ბრექსტონმა ითამაშა საშობაო ფილმში Hip Hop Family Christmas Wedding და გამოუშვა სინგლი „Changed".[21][22]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. http://www.last.fm/music/Emerson+Brooks/+similar
  2. http://www.last.fm/music/Tamar+Braxton
  3. http://www.last.fm/music/Tamar
  4. Caulfield, Keith (November 21, 2013). „Chart Moves: Interscope Replaces Itself at No. 1 on Billboard 200“. Billboard. Los Angeles, California: Valence Media. ციტირების თარიღი: January 16, 2014.
  5. „BET Awards 2013: Complete list of winners“. Los Angeles Times. Los Angeles, California. June 30, 2013. ციტირების თარიღი: December 2, 2013.
  6. Beyonce & Jay Z Lead 2014 BET Awards. Valence Media (January 26, 2014). ციტირების თარიღი: May 14, 2014
  7. Soul train awards 2013 winners: full list. Centric. ციტირების თარიღი: December 2, 2013
  8. Wilson, Julee (November 11, 2013). „PHOTOS: The Soul Train Music Awards Red Carpet Was HOT!“. Huffington Post. New York City.
  9. The 43rd Annual Daytime Emmy Award Nominations. Emmyonline.org and National Academy of Television Arts and Sciences (March 24, 2016). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 17, 2016. ციტირების თარიღი: March 24, 2016
  10. The 44th Annual Daytime Emmy Award Nominations. Emmyonline.org and National Academy of Television Arts and Sciences (March 22, 2017). ციტირების თარიღი: March 22, 2017
  11. The Braxtons – Chart history (October 5, 1996). ციტირების თარიღი: May 13, 2015
  12. Hibberd, James (January 4, 2011). „WEtv unveils new details on Toni Braxton series, new cake series, and announces new tagline“. Entertainment Weekly.
  13. Tamar Braxton Signs to Epic Records. The Honesty Hour (March 1, 2013). ციტირების თარიღი: August 9, 2014
  14. iTunes – Music – Love and War – Single by Tamar Braxton. ციტირების თარიღი: December 14, 2012
  15. „Tamar Braxton Chart History: R&B/Hip-Hop Songs“. Billboard. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: January 16, 2014.
  16. Tamar Braxton Bumps New Album to September (May 15, 2013). ციტირების თარიღი: August 9, 2014
  17. 59th Annual GRAMMY Awards Winners & Nominees.
  18. Porreca, Brian. (January 13, 2019) 'Celebrity Big Brother' Cast Includes Anthony Scaramucci, Dina Lohan and Ryan Lochte. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: January 13, 2019
  19. Ross, Dalton. (January 13, 2019) Anthony Scaramucci among 12 new Celebrity Big Brother houseguests. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: January 13, 2019
  20. Porreca, Brian. 'Celebrity Big Brother' Winner Reacts to Unanimous Vote (February 14, 2019). ციტირების თარიღი: October 31, 2020
  21. Hip Hop Family Christmas Wedding on imdb.com
  22. Hip Hop Family Christmas Wedding on www.blavity.com