ტადუხეფა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ამარანის წერილის ერთ-ერთი გვერდი, ამენჰოტეპ III-ისა და თუშრათას ხელშეკრულება ფარაონისა და ტადუხეფას ქორწინების შესახებ.

ტადუხეფა, ტადუკიფა, პუდუჰეფა (დაახლ. ძვ.წ. 1382-1342 წწ.) — ამენჰოტეპ III-ის საცოლე. იგი იყო მითანის მეფის თუშრათას ქალიშვილი. თუშრათა წერდა ამენჰოტეპს:

ვიკიციტატა
„შენი შიკრიკები მოვიდნენ, რომ წაიყვანონ ის და გახადონ ეგვიპტის ქალბატონი. მე ვკითხულობ და გადავიკითხე დავთარი, რომელიც მე მერგება, და დავემორჩილე ყველა შენს სიტყვას. შენი სიტყვები მე მომეწონა. მე თითქოს ჩემს თავს ველაპარაკები მე დღეობა მქონდა დღეც და ღამეც. მე გიგზავნი შენ მას როგორც ცოლს და ქალბატონს ეგვიპტისას და ვიქნებით ჩვენ ერთი მიზნის. დაე მან დააკმაყოფილოს ყველა თავისი სურვილი ჩემი ძმის იშტარის, ჩემი ქალღმერთი მფლობელია მთელი მიწების, და ამონიც ჩემი ძმის ღმერთი. შენ დაინახავ რომ ის ჩამოყალიბდა და შექმნილია ჩემი ძმისთვის.“

ამენჰოტეპ III დაიღუპა ტადუხეფას ეგვიპტეში ჩამოსვლიდან ძალიან მალე, და ის ბოლოსდაბოლოს ცოლად გააყოლეს მის შვილს, ტახტის მემკვიდრეს ამენჰოტეპ IV-ს. ამის შესახებ მოგვითხრობს „ამარანის წერილი“, რომელსაც თუშრათა სწერს ამენჰოტეპს.

ვიკიციტატა
„ტადუხეფაზე, ჩემს ქალიშვილზე, ახლა თქვენს ცოლზე და დანარჩენ თქვენს ცოლებზე...“

ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს რომ ტადუხეფა ეს კიიაა, ეხნატონის უკანონო ცოლი. სხვა მოსაზრებებით კი იგი შეიძლება იყოს დედოფალი ნეფერტიტი. ამ თეორიას ამყარებს ის, რომ სახელი ნეფერტიტი ნიშნავს „ლამაზი მოვიდა“ და არის უცხოური წარმოშობისა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dodson, Aidan and Hilton, Dyan. The Complete Royal Families of Ancient Egypt. Thames & Hudson. 2004. ISBN 0-500-05128-3
  • William L. Moran, The Amarna Letters, Johns Hopkins University Press, 1992