ტაგილური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტაგილური ჯიშიმსხვილი რქოსანი საქონლისა, სარძევე მიმართულების პროდუქტული ჯიში. გამოყვანილიია XVIII—XIX საუკუნეებში ნიჟნი ტაგილის (ურალი) მიმდებარე რაიონებში ადგილობრივი საქონლის შეჯვარებით ხოლმოგორულ და ჰოლანდიურ ჯიშებთან. ფერად უმეტესად შავჭრელი ან შავია, გვხვდება წითელი, წაბლა და რუხიც. კუროს მასაა 700—900 კგ, ფურისა — 400—500 კგ და მეტიც. ლაქტაციის პერიოდში ფურის მონაწველია 3500—3800 კგ რძე, საუკეთესო მეურნეობაში — 5000 კგზე მეტი რძე, რომლის ცხიმიანობა 4,0—4,2% შეადგენს. შეგუებულია მკაცრ კლიმატურ პირობებს. ჯიშს ამრავლებენ სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის, ტიუმენის და უდმურტიის ოლქებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]