სცენის ვეტერანთა სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სცენის ვეტერანთა სახლი
Дом ветеранов сцены
SanktPeterburg2013 0017.JPG
კოორდინატები 59°57′45″N 30°15′20″E / 59.962611° ჩ. გ. 30.255556° ა. გ. / 59.962611; 30.255556
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
თარიღდება 1900-1902 წლებით
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810386000

სცენის ვეტერანთა სახლი (რუს. Дом ветеранов сцены) მდებარეობს პეტროვსკის კუნძულზე, პეტროგრადის რაიონში, სანქტ-პეტერბურგში. სახლი დაარსდა 1896 წელს რუსი მსახიობის მარია გავრილოს ასული სავინას მიერ. აშენდა 1900-1902 წლებში პეტროვსკის კუნძულზე მსახიობის ქმრის, ა. ე. მოლჩანოვის დაკვეთით არქიტექტორ მ. ფ. გესლერის მიერ. 1948-1956 წლებში სახლი გაფართოვდა და გარემონტდა. 2001 წლის 10 ივლისის რუსეთის მთავრობის დადგენილებით ფედერალური ინტერვენციის ისტორიული და კულტურული ძეგლის სტატუსი მიენიჭა ამ ტერიტორიას. ამჟამად სახლში ცხოვრობენ მსახიობები, რეჟისორები და მხატვრები, დიდი სამამულო ომის მონაწილენი, ფრონტის ჯარისკაცები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სახლს და მიმდებარედ მდებარე ისტორიულ პარკს ხუთნახევარი ჰექტარი უკავია. პარკში დაცულია იშვიათი ჯიშის ხეები, რომლებიც მაცხოვრებლების და სახელმწიფოს მიერ არის დარგული ვეტერანთა საპატივსაცემოდ.

2012 წლის ზამთარში შენობის ფართომასშტაბიანი რეკონსტრუქცია დაიწყო ვეტერანთა სახლში. 2013 წლის 2 მაისს ვლადიმერ პუტინის ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა მოინახულა ეს სახლი. ალექსანდრე კალიაგიმ პრეზიდენტს გააცნო ჩატარებული სამუშაოს მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია და მათი შედეგები. რეკონსტრუქციის დროს გარემონტდა შენობა, თავდაპირველ სახეს დაუბრუნდა შიდა ინტერიერი. რესტავრაცია ჩაუტარდა შენობაში დაცულ ხატებსა და ნამუშევრებს. აღდგა სახლის ეკლესია, რომელიც ჯერ კიდევ 1930 წელს განადგურდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]