შინაარსზე გადასვლა

სქოლიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სქოლიო (ბერძ. Σχόλια [scholia] < ლათ. scholium < ძვ. ბერძნ. σχόλιον [scholion] — „ახსნა“, „განმარტება“) — დამატებითი ტექსტი (განმარტება, წყარო, რედაქტორის შენიშვნა და ა. შ.), რომელიც მოთავსებულია სვეტის ძირში. ძირითადი ტექსტისგან გამოყოფილია სწორი ხაზით. სქოლიოს აწყობენ უფრო წვრილი კეგელით და დასმული აქვს ნიშანი (ციფრი ან ვარსკვლავი), რომელიც ძირითადი ტექსტის განსამარტავ ნაწილთან დასმული ნიშნის იდენტურია. სქოლიოს ნუმერაცია ან მიყოლებულია, ან დალაგებულია თავების (დარგების) მიხედვით.

ვიკიპედიაში, სქოლიოსთვის უშუალოდ ტექსტში გამოიყენება ტეგები <ref></ref>, ხოლო ქვევით ქვეთავ „სქოლიო“-ში ისმება თარგი {{სქოლიო}}. ესაა პრიმიტიული და მარტივად გამოსაყენებელი ფორმა, რომელიც ტექსტში გამოყენებული მრავალი წყაროს მიხედვით მოუხერხებელია. ეს მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი:

  1. სტატიის ტექსტი სავსე იყოს სქოლიოებით, ამ დროს რედაქტირებისას რთულდება უშუალოდ ტექსტზე მუშაობა;
  2. სტატიაში გამოყენებული იყოს ერთიდაიგივე წყარო ან ერთიდაიგივე ლიტერატურა სხვადასხვა გვერდით;
  3. ასევე სქოლიოს ტეგები გამოიყენება ცალკე ფორმაცია მაგალითად „კომენტარების“ შესაქმნელადაც.

როდესაც არ გვინდა ტექსტის სინტაქსის დიდი სქოლიოებით გადატვირთვა, ამისათვის შეგვიძლია ტექსტში ერთჯერადად გამოვიყენოთ სქოლიოს ალტერნატიული მთავარი ტეგი <ref name="მინიშნება">„წყარო“</ref> და ყოველი იგივე წყაროს გამოყენებაზე — <ref name="მინიშნება" />. ასევე შესაძლებელია მოდიფიცირდეს ქვეთავი „სქოლიო“, ჩაისვას თარგი, რომელშიც გადატანილი იქნება მთავარი ტეგები {{reflist|refs= <ref name="მინიშნება1">„წყარო1“</ref><ref name="მინიშნება2">„წყარო2“</ref>...}}, ხოლო სტატიაში ყველგან რჩება დამხმარე ტეგები — <ref name="მინიშნება1" />, <ref name="მინიშნება2" />....

როდესაც ერთი და იგივე ლიტერატურა სტატიაში რამდენიმე ადგილას გვხვდება წარმოდგენილი სხვადასხვა გვერდებით. ასეთი კომბინაციის დროს სქოლიოში გროვდება ცალ-ცალკე გვერდები, ხოლო მათზე დაჭერით გადავდივართ ლიტერატურის ქვეგანყოფილებაში არსებულ წყაროზე. ეს გამოიყენება იმ მიზეზით, რომ სქოლიო არ გაიბეროს ერთი და იგივე სახელწოდების ლიტერატურით, სადაც განსხვავება მხოლოდ გვერდებში იქნება. ლიტერატურის ქვეგანყოფილებაში იდგმება წყაროს თარგი — *{{წიგნი| ავტორი= | series=| სათაური=| გამომცემლობა=|ადგილი=|წელი=2020| isbn=| edition=|page=|ბმული=|ref=„მინიშნება“}}, ხოლო სტატიაში კი სასურველ ადგილას სქოლიოს სპეციალური თარგი (<ref></ref> ტეგების გარეშე) — {{Sfn-2|„მინიშნება“|2020|გვ=150}}.

ვიკიპედიაში ასევე შესაძლებელია სქოლიოს სვეტების კონტროლიც ({{სქოლიო|2}}).

ვიკიპედიაში კომენტარებისთვის, როგორც წესი ცალკე ქვეთავია. სტატიაში შესაძლებელია სქოლიოს მსგავსი ტეგებით კომენტარებისთვის ცალკე ქვეგანყოფილების გაკეთება. <ref group="კ">„კომენტარის ტექსტი“</ref>. წყაროები გროვდება სქოლიოს ქვევით „კომენტარების“ ქვეგანყოფილებაში <references group="კ"/>