სქესების ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სქესების ბრძოლა — მატჩი ჩოგბურთში, ვეტერან ჩოგბურთელ ბობი რიგსსა და ერთ-ერთ პროფესიონალ ქალ ჩოგბურთელ, ბილი ჯინ კინგს შორის გაიმართა, 1973 წელს. მატჩი, რომელიც ტეხასის ქალაქ ჰიუსტონში გაიმართა, ცნობილია როგორც მამრობით და მდედრობითი სქესის წარმომადგენელთა ბრძოლა. მატჩი მიმდინარეობდა დიდი პომპეზურობით და შეაგროვა რეკორდული მაყურებელი. იგი გაიმართა ქალ ჩოგბურთელთა მოთხოვნით მამაკაცთა უფლებებთან გათანაბრების მიზნით. ამას ხელმძღვანელობდა ბილი ჯინ კინგი და მატჩი დამთავრდა მისი გამარჯვებით, მაგრამ მისი ამ მიზნის განხორციელებას ხელს უწყობდა მისი მეტოქე, ბობი რიგსი. მოგვიანებით კინგმა თავისი პოპულარობა გამოიყენა აშშ-ს კანონმდებლობის ცვლილებების შეტანაში, რომელიც გულისხმობდა უნივერსიტეტში სწავლის დროს სპორტული სტიპენდიების მიღების უფლებას. შემდეგში, ვრცელდებოდა ხმები, რომ რიგსმა შეგნებულად დაუთმო გამარჯვება ჩოგბურთელ ქალს, მაგრამ დოკუმენტურად ეს არ დამტკიცებულა.

ათწლეულების განმავლობაში, ჩოგბურთის მესვეურები ხელს უწყობდნენ ჩოგბურთის იმიჯს, როგორც თავისუფალ თამაშს ფინანსებისგან. პრესტიჟული ტურნირების უმეტესობა, 1968 წლამდე დახურული იყო პროფესიონალ ჩოგბურთელებისგან, რომლებიც ფულს, თავისი თამაშის გამო ღებულობდნენ. რაც იყო მკაცრი გაყოფის მიზეზი ჩოგბურთელ პროფესიონალ მამაკაცების და მოყვარულების ჯგუფებად. მიუხედავად უიმბლდონის ტურნირზე თამაშის შესაძლებლობების დაკარგვისა, ამერიკის ჩემპიონატზე და სხვა ცნობილ ტურნირებზე არ მონაწილეობისა, მამაკაცი ჩოგბურთელების ნაწილი მუდმივად გადიოდა პროფესიონალურ სპორტში, რადგან სთავაზობდნენ მონაწილეობისთვის მნიშვნელოვან ჰონორარს. პირველი პროფესიონალური ტურების მონაწილეთა შორის, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, უიმბლდონის ტურნირის აბსოლუტური ჩემპიონი და აშშ-ს ორგზის ჩემპიონი იყო ბობი რიგსი, რომელმაც 1947 წელს წაართვა საუკეთესო ჩოგბურთელის წოდება პროფესიონალთა შორის განთქმულ, დონ ბაჯს. მოგვიანებით, რიგსმა დაიკავა ამ ტურნირის მენეჯერის ადგილი. თავის მხრივ, მან დაუთმო მთავარი ვარსკვლავის როლი ჯეკ კრეიმერს ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, თვითონ კრეიმერი გადავიდა მენეჯერის თანამდებობაზე, რიგსი კი დარჩა ტურნირის მთავარ ორგანიზატორებს შორის[1][2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tom LeCompte. Both Separate and Unequal // The Last Sure Thing: The Life & Times of Bobby Riggs. — Easthampton, MA: Black Squirrel Publishing, 2003. — ISBN 0-9721213-0-7.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bob Oates.. (October 26, 1995) Star-Turned Hustler Bobby Riggs Is Dead : Tennis: Wimbledon and U.S. Open champion who lost to Billie Jean King in the 'Battle of the Sexes' succumbs at 77 after long bout with cancer. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2016-03-07. წაკითხვის თარიღი: 2016-11-12.
  2. Roberts 2005, გვ. 39—40.