სუძუკი ჰარუნობუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ორი გოგო (დაახ. 1750 წ.)

სუძუკი ჰარუნობუ (ჰოძუმი ძიჰეი) (დ. 1718 ან 1725, ედო (ტოკიო) — გ.1770, იქვე) — იაპონელი გრაფიკოსი და ფერმწერი, უკიიო-ე-ს სკოლოს წარმომადგენელი. ხეზე ფერადი გრავიურის ერთ-ერთი პირველი იაპონელი ოსტატი. ჰარუნობუს ნამუშევრების უმეტესობა შესრულებულია 1764-1770 წლებში. უმთავრესად ხატავდა ახალგაზრდა ქალებს (გამყიდველებს, მოცეკვავეებს და ა. შ.), ქუჩის სცენებს. მისი განვითარებისათვის დამახასიათებელია კონტურის დახვეწილი ხაზი, ნათელი კოლორიტი. ბეჭდვის დროს ხშირად იყენებდა რელიეფური ტვიფვრის და სხვა რთულ ტექნიკას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]