შინაარსზე გადასვლა

სტუდიოს ტიპის ბინა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტუდიოს ტიპის ბინა – როგროც წესი, ეს არის პატარა ბინა შიდა ტიხრების გარეშე, რომელშიც სამზარეულო, სასტუმრო ოთახი და საძინებელი განლაგებულია ერთ ოთახში. XX საუკუნის დასაწყისში სტუდიოს წარმოადგენდა პატარა საცხოვრებელი მინიმუმ ავეჯით და ხანდახან საერთო სველი წერტილით სართულზე.

დღეს სტუდიოს ტიპის ბინა წარმოდგენილია უძრავი ქონების სხვადასხვა სეგმენტებში. ეკონომ-კლასში ეს არის პატარა ფართობის ბინა. არსებობს აგრეთვე დიდი ფართობის სტუდიოს ტიპის ბინები ელიტურ სახლებში.

სხვადასხვა ქვეყნებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგენტინაში ერთოთახიან ბინას უწოდებენ monoambiente (ესპანურად mono - ნიშნავს ერთს, ხოლო ambiente - ოთახს).[1]

ავსტრიაში ერთოთახიან ბინას ტრადიციულად უწოდებენ Garçonnière (ფრანგული სიტყვა garçon-გან, რაც ნიშნავს ბიჭს, ახალგაზრდა მამაკაცს ან უცოლო ადამიანს) ან Einzimmerwohnung («Ein» ნიშნავს ერთს, «Zimmer» - ოთახს, ხოლო «Wohnung» - ბინას).[2]

ჰონკონგში სტუდიოს ტიპის ბინა ეს არის დაახლოებით 10 კვადრატული მეტრის ფართობის მინი ბინა პლიუს აბაზანა და სამზარეულო. საცხოვრებელი ფართის მინიმალურად დასაშვები ზომა ავტოსადგომის ფართს უდრის.[3][4]

კანადაში სტუდიოს უწოდებენ bachelor (მარტოხელა კაცისა ბინა).

პორტუგალიაში სტუდიოს ტიპის ბინას აქვს აღნიშვნა T0 (T-Zero), ციფრი 0 ნიშნავს, რომ ბინაში არ არის დამოუკიდებელი საძინებლები.[5]

შვედეთში სტუდიოს ტიპის ბინას უწოდებენ etta, «ერთიანი». ჩვეულებრივ, მათი ფართობი შეადგენს 20-დან 40 მ².[6]

აშშ-ში სტუდიოს საშუალო ზომა შეადგენს 46–56 მ².[7]

იაპონიაში დაახლოებით 10 მ² ფართობის სტუდიოს ტიპის ბინებს უწოდებენ wan rūmu manshon (ერთოთახიანი სახლი).[8]

  1. Monoambiente. monoambiente.com.ar. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-04. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  2. Недвижимость в Германии: стоит ли покупать, цены, лучшие регионы!. egrp.ru. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  3. Жизнь в Гонконге - Дорогая недвижимость, отсутствие личного пространства и тайфуны. journal.tinkoff.ru. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  4. 迷你71呎開放式單位= 1個標準車位 點放傢俬好?. topick.hket.com. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  5. Buying property in Portugal as a foreigner. wise.com. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  6. Ett = One (1) & A; Etta = One-room flat. gothenburg-400.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-01-04. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  7. The Truth About Apartment Square Footage. hotspotrentals.com. ციტირების თარიღი: 2022-01-10
  8. Жильё в Японии (современные и традиционные дома). miuki.info. ციტირების თარიღი: 2022-01-10