სტირმასიგის მესამე კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტირმასიგის მესამე კოშკი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის[1] სოფელ სტირმასიგში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

კოშკი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ პირველი სართული. ნაგებია სხვადასხვა ზომის ფლეთილი ქვით.

ძეგლის გარშემო და ინტერიერში ყრია მიწა და ქვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]