სტეფანი სეიმური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტეფანი სეიმური (ინგლ. Stephanie M. Seymour; დ. 23 ივლისი, 1968, კალიფორნია) — ამერიკელი სუპერმოდელი, მსახიობი. მისი სიმაღლეა 1.78 მ., თმის ფერი - ყავისფერი, თვალის ფერი — ცისფერი და მწვანე (მარჯვენა თვალი მწვანე აქვს, ხოლო მარცხენა - ცისფერი).

მან მოდელობა 16 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც მონაწილეობა მიიღო Elite Model Look-ის საერთაშორისო კონკურსზე. თანამშრომლობდა კომპანიასთან Victoria's Secret. ის დიზაინერ აზადინ ალაიას საყვარელი სუპერმოდელი იყო. სტეფანი აგრეთვე ჯანი ვერსაჩესთან თანამშრომლობდა. იგი ლეგენდარული მოდელებისგან შემდგარი ჯგუფ „Gianni's Girls“-ის წევრიც იყო. 1991 წელს სუპერმოდელი გამოჩნდა ჯგუფ Guns N' Roses-ის სამ მუსიკალურ ვიდეოში, „Don't Cry“, „November Rain“ და „Estranged“. 1991–1993 წლებში იყო იყო ამავე ჯგუფის სოლისტ ექსლ როუზის შეყვარებული. იგი ხვდებოდა მულტიმილიონერ პიტერ ბრანტს ჯერ კიდევ ექსლთან ურთიერთობის პერიოდში. ამჟამად ბრანტთან არის დაქორწინებული და მასთან სამი შვილი ჰყავს. სტეფანის პირველი შვილი გიტარისტ ტომი ენდრიუსისგან ჰყავს, რომლის მეუღლეც 1989–1990 წლებში იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]