სტეპი (მოთხრობა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტეპი
ჟანრი მოთხრობა
ავტორი ანტონ ჩეხოვი
მშობლიური ენა რუსული
დაწერილია 1888
გამოცემულია 1888, ჟურნალი „Северный вестник“

სტეპი რუს. Степьანტონ ჩეხოვის მოთხრობა. დაწერილია 1888 წელს და პირველად 1896 წელს ჟურნალ „Северный вестник“-ის მე-3 ნომერში 75-167 გვერდებზე გამოქვეყნდა (ცენზურამ დაუშვა 25 თებერვალს). მოთხრობას საფუძვლად 1887 წლის შემოდგომაზე ავტორის აზოვისპირეთში მოგზაურობების შთაბეჭდილებები დაედო. მწერლის ძმა ალექსანდრე ჩეხოვი მას ავტობიოგრაფიულ მოთხრობას უწოდებდა[1].

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტის მიხედვით, ბიძას თავისი მცირეწლოვანი ძმისშვილი გიმნაზიაში მიჰყავს. მათ ადგილობრივი ეკლესიის კეთილი, მაგრამ პრაქტიკული წინამძღვარი. ძმისშვილი ეგორუშკა მოწყენილია მშობლიური სახლის დატოვების გამო. გზაში ის ბევრ ახალ ადამიანს ხვდება, მათ შორის გრაფინია დრანიცკაიას, მეაღალეს, დამცირებული ებრაელების ოჯახს და მდიდარ ვაჭარ ვარლამოვს. ავტორი გატაცებით აღწერს სტეპის პეიზაჟს.

პერსონაჟები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ივან ივანოვიჩ კუზმიჩევი — ვაჭარი
  • მამა ქრისტეფორე სირიელი („პატარა გრძელთმიანი მოხუცი“) — ეკლესიის წინამძღვარი
  • ბიჭი ეგორუშკა — ცხრა წლის, დედისგან, ოლგა ივანოვნასგან გიმნაზიაში სასწავლებლად გაგზავნილი
  • დენისკა — მეეტლე
  • ვარლამოვი — მოხუცი ვაჭარი, საქმიანი და ძალაუფლებიანი
  • მოისეი მოისეიჩი — ებრაელი
  • სოლომონი — მოისეი მოისეიჩის ძმა
  • გრაფინია დრანიცკაიას — ლამაზი, კეთილშობილი, მდიდარი ქალბატონი
  • პანტელეი — სტაროვერი
  • ემელიანი — ყოფილი მგალობელი, რომელიც დონში ბანაობის დროს გაცივდა და სიმღერა აღარ შეუძლია.
  • დიმოვი — ახალგაზრდა უცოლო ბიჭი, რომელმაც აღარ იცის მოწყენილობისგან რა ქნას
  • ვასია — ასანთის ფაბრიკის ყოფილი მუშა.
  • კირიუხა — უბრალო კაცი
  • ნასტასია პეტროვნა ტოსკუნოვა — ეგორუშკას დედის დაქალი.

საზოგადოების გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდა მწერალს პირველი აღიარება სწორედ ამ მოთხრობამ მოუტანა, ის გახდა მისი დებიუტი „დიდ ლიტერატურაში“. ავტორი ნათესავებს აცნობდა მეგობარი ლიტერატორების რეაქციის შესახებ: „პირველმა სუვორინმა წაიკითხა და ჩაის დალევა დაავიწყდა. ჩემ თვალწინ ანა ივანოვამ ის სამჯერ შეცვალა. გაერთო მოხუცი. პეტერსენი სიხარულისაგან თავდაყირა დადის“. ბურენინმა მასში ტურგენევისა და ტოლსტოის ტრადიციის პირდაპირი გაგრძელება დაინახა. მირსკი სტეპს ჩეხოვის შემოქმედების მეორე პერიოდის ცენტრალურ ნაწარმოებად თვლის, როდესაც მან პატარა ამბების ნაცვლად დიდი მოთხრობების წერა დაიწყო „სქელი ჟურნალებისთვის“[2].

ეკრანიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]