სტანისლავ ნიეჯვიეცკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტანისლავ ნიეჯვიეცკი (პოლ. Stanislaw Niedzwiecki; დ. 23 მაისი, 1890, შაიკუნი, ვილნიუსის გუბერნია — გ. 1977, ჟელონა გურა) — პოლონელი არქეოლოგი და ფოტოგრაფი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა რუსული სკოლა. მეფის რუსეთის ნიკოლოზ II-ის დროს მან მიიღო კაპიტნის ხარისხი. 1917 წლის ცნობილი მოვლენების შემდეგ ის ჯერ ამიერანსკავკასიაში შემდეგ კი სპარსეთში მუშაობდა როგორც არქოლოგი და ფოტოგრაფი. მას მიმოწერა ჰქონდა გამომცემლობა "პოლონელ ფოტოგრაფში", სადაც აქვეყნებდა მის მიერ სპარსეთში გდაღებულ ფოტოებს. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის დასახლდა ჟელონა გურაში. გარდაიცვალა 87 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]