სტანდარტული საზღვაო საკომუნიკაციო ფრაზები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტანდარტული საზღვაო კომუნიკაციის ფრაზები (ინგლ. Standard Marine Communication Phrases; SMCP; ასევე ცნობილი როგორც სტანდარტული საზღვაო საკომუნიკაციო ფრაზები) ― საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული ინგლისური ენის (საერთაშორისო ენა საზღვაო სფეროში) საკვანძო ფრაზების კრებული, რომელიც საზღვაო სფეროში გამოიყენება. სტანდარტული საზღვაო კომუნიკაციის ფრაზები მოიცავს: 1) გარე კომუნიკაციის ფრაზებს ― ხომალდებს შორის, გემებისა და სანაპიროს და სანაპიროსა და ხომალდებს შორის კომუნიკაცია; 2) საკომუნიკაციო ფრაზები ხომალდზე - კომუნიკაცია გემის ეკიპაჟს შორის. სტანდარტული საზღვაო კომუნიკაციის ფრაზები საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის 22-ე ასამბლეამ 2001 წლის ნოემბერში მიიღო.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. IMO Standard Marine Communication Phrases. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 ოქტომბერი 2011. ციტირების თარიღი: 26 მაისი 2023.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]