სრულიად რუსეთის რეფერენდუმი (1993)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

1993 წლის 25 აპრილის სრულიად რუსეთის რეფერენდუმზე გამოტანილი იყო ოთხი კითხვა (ქვემოდ მოყვანილი პროცენტები არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ შეტყობინებასთან შეთანხმებაში[1]).

  1. ენდობით თუ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბ.ნ ელცინს? („დიახ“ — ხმების 58,7%)
  2. კმაყოფილი ხართ თუ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ 1992 წლიდან გატარებულ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას? („დიახ“ — ხმების 53,0%)
  3. თვლით თუ არა საჭიროდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას? („დიახ“ — ხმების 49,5%)
  4. თვლით თუ არა საჭიროდ რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ვადამდელი არჩევნების ჩატარებას? („დიახ“ — ხმების 67,2%)

რუსეთის ფედერაციის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ პირველი ორი კითხვის შემთხვევაში, რომელიც ატარებს პოლიტიკურ და შეფასებით ხასიათს, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა არჩევნებზე მისული ადამიანების ხმების მარტივი უმრავლესობა. რაც შეეხება მესამე და მეოთხე კითხვებს, სასამართლოს აზრით, ისინი ატარებენ საკონსტიტუციო ხასიათს და ამიტომაც, დადებითი გადაწყვეტილების მისაღებად საჭიროა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტის თანხმობა.[2]

რეფერენდუმის ჩატარების მომენტისას, მოქალაქეთა რაოდენობა, რომელთაც მასში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ, შეადგენდა 107 310 374 ადამიანს. საარჩევნო ბიულეტენი მიიღო 69 222 858-მა ადამიანმა. პირველ კითხვაში ხმა მისცა 68 869 947-მა ადამიანმა, ანუ, რეფერენდუმში მონაწილეობის მიღების უფლების მქონე მოქალაქეების 64,178%-მა.[1]

მიუხედავად იმისა, რომ რეფერენდუმზე მისულთა 2/3-მა მხარი დაუჭირა სახალხო დეპუტატების ვადამდელ არჩევნებს, ვერ მოხერხდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 50%-ის დადებითი ხმის მოგროვება (საჭირო იქნებოდა 77,908%-ზე მეტი).

რეფერენდუმისთვის მომზადების პროცესში ფართოდ გახდა ცნობილი ლოზუნი „დიახ-დიახ-არა-დიახ“ — ზუსტად ასეთი იყო ელცინის ხაზის მხარდამჭერების მიერ გავრცელებული ლოზუნგი რადიო და სატელევიზიო რეკლამებში (თუმცა, თვითონ ელცინი უფრო იხრებოდა ვარიანტისკენ „დიახ-დიახ-დიახ-დიახ“). აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმზე დასმულ კითხვებს ელცინმა „უნდობლობა“ გამოუცხადა:

რა თქმა უნდა, ეს გადასხვაფერებაა. ერთი კითხვაა საჭირო, ან კიდევ უკეთესი, ორი: ენდობით თუ არა პრეზიდენტს, ენდობით თუ არა ყრილობას? და ყველაფერი გასაგები იქნება.
— ბორის ელცინი: „მე ყრილობას უკვე აღარ ვეკუთვნი“ // სანქტ-პეტერბურგი, 1993, 1 აპრილი

რეფერენდუმთან დაკავშირებული კამათი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეფერენდუმმა ბევრი კითხვა გააჩინა: იურიდიული, მორალურ-ეთიკური და პოლიტიკური. ინტენსიური კამათი გაჩაღდა როგორც კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით, ისევე შესაძლო იურიდიულ და პოლიტიკურ შედეგებთან დაკავშირებით. ასე, კითხვა პრეზიდენტის ნდობასთან და ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით შეიძლება შედეგების სხვადასხვანაირი ტრაქტირების მიზეზი გამხდარიყო. გარდა ამისა, გაურკვეველი იყო, იყო თუ არა შედეგები აუცილებლად აღასრულებელი, და თუ იყო, მაშინ, ხმათა რა პროცენტი იყო ამისთვის საჭირო. ზუსტად ამის გამო მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ აუცილებელი ქვორუმი ყოველ კითხვასთან დაკავშირებით.[3]

ჯერ კიდევ რეფერენდუმამდე გამოითქვა აზრი, რომ მისი შედეგების ტრაქტირებას პოლიტიზირებული ხასიათი ექნებოდა:

რეფერენდუმის წამოწყებამდე, მის შედეგებზე დაფიქრება იყო საჭირო. რადგანაც ყრილობაზე არ იყო ზუსტად და გასაგებად განხილული შედეგების შესაძლო ინტერპრეტაციის ყველა მომენტი, ვგრძნობ, რომ არაფერი, გარდა მათი „ინტერპრეტაციისა“, არ მოხდება. როგორიც არ უნდა იყოს შედეგები, ორივე მხარე მათ საკუთარ სასარგებლოდ განმარტავს. ეს იმიტომ, რომ არ არის კრიტერიუმები, რომელთა ქვეშაც შეიძლებოდა შედეგების მოქცევა
— რამაზან აბდულატიპოვი

როგორიც არ უნდა იყოს რეფერენდუმის ფაქტობრივი, ციფრული შედეგედი, პრინციპულად მნიშვნელოვანია, თუ ვინ, სად და როდის მოგვცემს შედეგების პირველ ინტერპრეტაციას და ის, თუ რა კონკრეტული მოქმედებები მოჰყვება ამ შეფასებებს
—ა. ფიოდოროვი, ალექსანდრე რუცკოის მრჩეველი[3]

რეფერენუმის შედეგებმა ვერ შეასუსტეს პოლიტიკური დაპირისპირება და საკონსტიტუციო კრიზისი, რომელიც საბოლოო ჯამში გადაიზარდა უზენაესი საბჭოს დათხოვნის შესახებ გაცემულ ბრძანებაში და საბჭოსა და ელცინის ერთგული სამხედრო და სამართალდამცავი შენაერთების შეიარაღებულ დაპირსპირებაში მოსკოვის ცენტრში (რომლის დასრულების შედეგაც დააპატიმრეს ელცინის ოპოზიციის ორი ლიდერი, რუსლან ხასბულატოვი და ალექსანდრე რუცკოი, თუმცა, მოგვიანებით, ისინი დუმას მიერ გამოცხადებული ამნისტიის გამო გაათავისუფლეს), ახალი კონსტიტუციის მიღებაში (სადაც პრეზიდენტის უფლებამოსილებები გაიზარდა და დაფუძნდა ორპალატიანი პარლამენტი).

აღსანიშნავია, რომ რეფერენდუმის შედეგების პოლიტიკური და იურიდიული შეფასება მჭიდროდაა დაკავშირებული უზენაესი საბჭოსა და პრეზიდენტ ელცინის მხარდამჭერების ქმედებების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში ყოფის შეფასებასთან.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რადგანაც მესამე და მეოთხე კითხვა ატარებდა საკონსტიტუციო ხასიათს, მათი მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ხმების უმრავლესობით.

კითხვა I[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ენდობით თუ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ბ.ნ ელცინს?[4][5] („დიახ“ — ხმების 58,7%, არა — 39.2%)

კითხვა II[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კმაყოფილი ხართ თუ არა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის და რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ 1992 წლიდან გატარებულ სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკას? („დიახ“ — ხმების 53,0%, არა — 44,6%)

კითხვა III[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თვლით თუ არა საჭიროდ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნების ჩატარებას? („დიახ“ — ხმების 49,5%, არა — 47%)

კითხვა IV[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. თვლით თუ არა საჭიროდ რუსეთის ფედერაციის სახალხო დეპუტატების ვადამდელი არჩევნების ჩატარებას? (დიახ — ხმების 67,2%, არა — 30%)

შედეგების გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Сообщение Центральной комиссии всероссийского референдума об итогах референдума, состоявшегося 25 апреля 1993 года // Российская газета. 1993. 6 мая
  2. Постановление Конституционного суда РФ по делу о конституционности части второй пункта 2 постановления Съезда народных депутатов РФ от 29 марта 1993 года «О всероссийском референдуме 25 апреля 1993 года, порядке подведения его итогов и механизме реализации результатов референдума». Информационно-правовая система «Законодательство России» (21 апреля 1993). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-05. ციტირების თარიღი: 2011-12-30.
  3. 3.0 3.1 Дело о референдуме 25 апреля 1993 года.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-13. ციტირების თარიღი: 2018-11-05.
  4. Сообщение Центральной комиссии всероссийского референдума об итогах референдума, состоявшегося 25 апреля 1993 года. Российская газета, N 86 (702), 6 мая 1993
  5. Всероссийский референдум 25 апреля 1993 года Российская газета , N 94 (710), 19 мая 1993, .