სრირაჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ჰორსეშოს კიბორჩხალები სრირაჩას სოუსთან ერთად

სრირაჩა (ტაი: ศรีราชา) — ცხარე სოუსის სახეობა, რომელიც მზადდება ცხარე წიწაკის, გამოხდილი ძმრის, ნივრის, შაქრისა და მარილისაგან.[1]

გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდში სრირაჩას ხშირად იყენებენ ყოველდღიურ კერძებში განსაკუთრებით ზღვის პროდუქტებისა და ომლეტისთვის. ვიეტნამურ სამზარეულოში სრირაჩას სუნელის სახე აქვს და გამოიყენება ისეთ კერძებში, როგორიცაა ფჰო და შემწვარი მაკარონები. ის ძალიან პოპულარული ინგრედიენტია აქაურ სოუსებში.[2]

სრირაჩას ასევე მიირთმევენ წვნიანში, კვერცხსა და ბურგერებზე.მისგან დამზადებულია სხვადასხვა სახის მურაბები, ჩუპა- ჩუპსები და კოქტეილები.[3] მაღაზიებში სპეციალურად იყიდება სრირაჩას არომატიანი კარტოფილის ჩიფსები.

წარმოშობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სრირაჩას ცხარე სოუსი

სრირაჩას წარმოშობის ისტორია სადავოა. ერთ მოხსენებაში ნათქვამია, რომ სოუსი პირველად მომაზადა ტაილანდელმა ქალბატონმა, თჰანომ ჩაკკაპაკმა, ქალაქ სი რაჩაში (ან შრი რაჩაში). ტაილანდური "ჩომრომ რაკ სი რაჩას" (სი რაჩის მოყვარულთა ასოციაციის) თანახმად, სოუსი პირველად დაამზადეს სი რაჩაში ბირმული სახერხი ქარხნის მუშაკებმა. ასოციაციამ გამოკითხა 88 წლის თავატ ვიფისამაკუნი, რომელიც ადგილობრივად ცნობილია როგორც აჰ პაე. აჰ პაეს დედის ბებიას პატარა მაღაზია ჰქონდა სი რაჩაში. სწორედ მის მაღაზიაში შევიდნენ ბირმელი მუშაკები, რომლებმაც ცხარე წიწაკა,მარილი, ძმარი და შაქარი შეიძინეს სოუსის დასამზადებლად. ამ ყველაფრის შემდეგ აჰ პაეს დიდმა ბებიამ თვითონაც დაიწყო ამ სოუსის მომზადება ოჯახისთვის და შემდგომში პროდუქციის გაყიდვა გადაწყვიტა თავის მაღაზიაში. მალე კიდევ ერთმა მომხმარებელმა, კიმსუა თიმკრაჩანგმა, დიდი რაოდენობით ცხარე წიწაკის, მარილის, ძმრის და შაქრის ყიდვა დაიწყო. ის ამზადებდა ცხარე სოუსს, როგორც საუს სი რაჩა ტრაა ფუხაო თონგ (ოქროს მთის ბრენდი სი რაჩას სოუსი), რომლის ეტიკეტზე გამოსახულია ოქროს მთის ტაძარი.[4]

ლაკუტ სუვანპრასოპი, ლა ორრ სუვანპრასოპის ვაჟი

სხვა მოხსენებაში ნათქვამია, რომ სოუსი წარმოიშვა ტაილანდის ქალაქ შრი რაჩაში (შრი რაჩა, შრირაჩა), 30-იანი წლების დასაწყისში, ლა ორრ სუვანპრასოპის მიერ. ეს ადამიანი დაიბადა შრი რაჩაში და ბანგკოკელი ადამიანი გაიცნო, რომელიც შემდგომში მისი ქმარი გახდა. დაქორწინებისთანავე წყვილი ბანგკოკში გადასახლდა. ქალბატონი მუდმივად ამზადებდა ცნობილ ცხარე წიწაკის სოუსს თავისი მეგობრებისათვის. მისმა მეგობრებმა ლა ორრს ხელი შეუწყეს, რომ სოუსის გასაყიდად წარმოება დაეწო, რამაც საბოლოოდ შეუწყო ხელი სრირაჩას სოუსის ბიზნესის წარმოებას. ბერს გაუჩნდა იდეა, რომ სოუსისთვის მშობლიური ქალაქის, შრირაჩას სახელი ეწოდებინა. 1932 წლისთვის ლა ორრ სუვანპრასოპმა ბანკოკში დაიწყო მისი სოუსის წარმოება და გაყიდვა. მოგვიანებით რესტორნების მეპატრონეებმა სოუსის კერძებში გამოყენება დაიწყეს. საბოლოოდ ლა ორრმა და მისმა ოჯახმა ყოველწლიურ შეჯიბრებში მიიღეს მონაწილეობა, სადაც მას რამდენიმე ოქროს მედალი გადასცეს, რის გამოც მათ სრირაჩას სოუსს ოქროს მედლის ბრენდი ეწოდა. ამ ოჯახის წარმომადგენლები დღესაც ამზადებენ ამ სოუსს და ყიდიან.

ტაილანდური სრირაჩა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაილანდში სოუსს ყველაზე ხშირად უწოდებენ სოტ სირაჩას ( ซอสศรีราชา), იშვიათად კი ფირიქ სირაჩას (น้ำพริกศรีราชา). ტრადიციული ტაილანდური sriracha სოუსი უფრო მსუბუქი გემოთი და გამძლეა, ვიდრე არატაილანური ვერსიები. [5]

ჟურნალ Bon Appétit– ის ინტერვიუში, აზიური კვების პროდუქტების დისტრიბუტორი Eastland Food Corporation ამტკიცებს, რომ ტაილანდური ბრენდის ცხელი სოუსი ორიგინალი სრირაჩას სოუსია და ტაილანდის ქალაქ სი რაჩაში 1930-იანი წლებიდან იწარმოება.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "What is sriracha?". Cookthink.com. Retrieved June 29, 2013.
  2. Moncel, Bethany."The History and Uses for Sriracha Sauce" . The Spruce Eats. Retrieved 2019-04-29.
  3. Magazine Monitor (December 21, 2013). "Sriracha: How a sauce won over the US". BBC News. Retrieved June 29, 2015.
  4. Sukpisit, Suthon (2016-01-17). "A Sauce of Inspiration". Bangkok Post. Retrieved 19 January 2016.
  5. Nguyen, Andrea (March 4, 2013). "The Original Sriracha". Bon Appétit. Retrieved June 29, 2015. The Thais also make many versions of [sriracha] sauce... which tend to be more liquid and pourable than Huy Fong’s. Sriraja Panich has a lovely balance of bright chili heat, delicate sweetness, vinegary tang, and garlicky backnote