სპირიდონ ჯავახიშვილი
იერსახე
სპირიდონ ჯავახიშვილი (დ. 1768 წელს — გ. 25 ივლისი, 1815, რესპუბლიკა ვაიმარი, გერმანია) — სამხედრო პირი, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სპირიდონ ჯავახიშვილი დაიბადა 1768 წელს. 1812 წლის სამამულო ომის დაწყებისას პავლოგრადის ჰუსართა პოლკს მეთაურობდა. თავი ისახელა 1812 წლის 31 ივლისის გოროდეჩნის ბრძოლაში, რისთვისაც გადაეცა ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისათვის". 1812 წელს 8 ოქტომბერს მონაწილეობდა ნაპოლეონის არმიის ლიტვის კორპუსის განადგურებაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 14-17 ნოემბერს გამართულ ბრძოლებში, რომელთა მიზანი იყო ნაპოლეონის არმიის განადგურება, ვიდრე იგი ბერეზინას გადალახავდა. ჯავახიშვილი მონაწილეობდა 1813-1814 წლის რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობებში. იგი 1813 გახდა რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი.