სპილენძისქალაქიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სპილენძისქალაქიანიქართული საზღაპრო-სათავგადასავლო თხზულება, რომელშიც მოთხრობილია სოლომონ მეფის შექმნილი სპილენძის ქალაქის ამბავი. მას საფუძვლად უდევს „ათას ერთი ღამის“ მოთხრობა „ამბავი სპილენძის ქალაქისა“. XVIII საუკუნეში არსებული „სპილენძისქალაქიანის“ პროზაული რედაქცია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია; ის გაულექსავს უცნობ ქართველ ავტორს იმავე საუკუნის II ნახევარში (ხელნაწერი S-101). არსებობს „სპილენძისქალაქიანის“ მეორე პროზაული რედაქციაც, რომელიც სომხურიდან უნდა იყოს გადმოკეთებული. მისი ხალხური ვარიანტია პოემა „სოლომონ ბრძენი და კუნძულელი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]