სპეციოზა კაზიბმე
სპეციოზა კაზიბმე | |
უგანდის მე-6-ე ვიცე-პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
18 ნოემბერი, 1994 – 21 მაისი, 2003 | |
პრეზიდენტი | იოვერი მუსევენი |
წინამორბედი | სამსონ კისეკა |
მემკვიდრე | ჯილბერტ ბუკენია |
დაბადებული | 1 ივლისი, 1954 იგანგა, უგანდა |
პოლიტიკური პარტია | დემოკრატიული პარტია |
განათლება | მაკერერეს უნივერსიტეტი |
სპეციოზა კაზიბმე (ინგლ. Specioza Kazibwe; დ. 1 ივლისი, 1954) — უგანდელი პოლიტიკოსი და ქირურგი. პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი აფრიკის კონტინენტზე.[1] უგანდის მეექვსე ვიცე-პრეზიდენტი 1994-2003 წლებში.[2] 2013 წლის აგვისტოში იგი გაეროს გენერალურმა მდივანმა პან კი მუნმა დანიშნა აფრიკაში გაეროს სპეციალურ წარმომადგენელად აივ/შიდსის საკითხებში.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კაზიბმე დაიბადა იგანგის ოლქში 1955 წლის 1 ივლისს. სწავლობდა ქალაქ ლუგაზის ახლოს მდებარე კათოლიკურ ქალთა სკოლა ინტერნატში. 1974 წელს ჩაირიცხა მაკერერეს უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, სადაც სწავლობდა მედიცინას, დაამთავრა მედიცინის ბაკალავრიატი და 1979 წელს მიიღო ქირურგიის ბაკალავრის ხარისხი. მოგვიანებით მან მიიღო მედიცინის მაგისტრის ხარისხი, ასევე მაკერერის უნივერსიტეტში, ზოგადი ქირურგიის სპეციალობაში. 2009 წელს მიენიჭა ჰარვარდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის საპატიო დოქტორის წოდება.[4]
სპეციოზა კაზიბმე არის ქალთა უფლებების დამცველი აფრიკაში. 1998 წელს, აფრიკის ერთობის ორგანიზაციასთან და გაეროს აფრიკის ეკონომიკურ კომისიასთან თანამშრომლობით, მან დააარსა და თავმჯდომარეობდა აფრიკის ქალთა კომიტეტს მშვიდობისა და განვითარების შესახებ. 1998 წელს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ დააჯილდოვა „ცერერის მედლით“ სასურსათო უსაფრთხოებასა და სიღარიბის აღმოფხვრაში შეტანილი წვლილისთვის.[4]
2002 წლის აპრილში მან მოითხოვა ქმრისგან განქორწინება და განაცხადა, რომ უარი თქვა ოჯახური ძალადობის მსხვერპლად ყოფნაზე.[5] მრავალცოლიანობა და ცოლის ცემა საკმაოდ გავრცელებულია უგანდაში, მაგრამ განქორწინება შედარებით იშვიათია. მისი ქმარი ეწინააღმდეგებოდა განქორწინებას, მიზეზად ასახელებდა მის კათოლიკური რწმენას და ამბობდა, რომ მისი ცოლი სახლში გვიან მიდიოდა, არ აძლევდა სათანადო ახსნა-განმარტებას და მხარს უჭერდა სხვა პოლიტიკოსებს, რომლებიც მას არ მოსწონდა.[6] 2003 წლის 21 მაისს აღნიშნული პრობლემების გამო დატოვა თანამდებობა, სწავლის გაგრძელების ნებართვის მოთხოვნით. შემდეგ მან მიიღო დოქტორის ხარისხი ჰარვარდის უნივერსიტეტში. ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის ტყუპები პირველი ქორწინებიდან და ორი ნაშვილები შვილი.[2][5]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kazibwe the first African female vice-president. ციტირების თარიღი: 2020-11-09
- ↑ 2.0 2.1 Scheier, Rachel. (2003-12-26) In Uganda, A Woman Can Be Vice President But Have Few Rights. The Christian Science Monitor. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
- ↑ UNAIDS, .. (2 August 2013) Speciosa Wandira-Kazibwe Appointed As UN Secretary-General's Special Envoy for HIV/AIDS In Africa. UNAIDS. ციტირების თარიღი: 7 February 2015.
- ↑ 4.0 4.1 SWK, .. (2012) Speciosa Wandira Kazibwe: Detailed Curriculum Vitae (PDF). Speciosawandira.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-07. ციტირების თარიღი: 2015-02-06
- ↑ 5.0 5.1 Flanagan, Jane. (2002-05-12) I Was A Battered Wife, Reveals Uganda's Angry Vice President. ციტირების თარიღი: 2015-02-06.
- ↑ Abimanyi, John. (2013-08-06) Kazibwe: A Legacy Ruined By One Action. ციტირების თარიღი: 2015-02-06.