ბადრიჯანი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
მ ბოტის შეცვლა: ms:Terung |
მ ბოტის დამატება: su:Térong |
||
ხაზი 49: | ხაზი 49: | ||
[[sq:Patëllxhani]] |
[[sq:Patëllxhani]] |
||
[[sr:Плави патлиџан]] |
[[sr:Плави патлиџан]] |
||
[[su:Térong]] |
|||
[[sv:Aubergine]] |
[[sv:Aubergine]] |
||
[[ta:கத்தரி]] |
[[ta:கத்தரி]] |
11:52, 30 სექტემბერი 2008-ის ვერსია
ბადრიჯანი (Solanum melongena), მრავალწლოვანი მცენარე ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა. სითბოსა (20-30°C) და ტენის მოყვარული კულტურა. მისი სამშობლოა აღმოსავლეთი ინდოეთი. ველურად იზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში (ინდოეთი, მიანმარი და სხვა), ტროპიკულ სარტყელში კულტივირებულია მრავალწლოვან მცენარედ. ამიერკავკასიის რესპუბლიკებში, რუსეთსა და უკრაინის სამხრეთით, მოლდავეთსა და შუა აზიაში მოჰყავთ ღია გრუნტზე. ნაყოფი შეიცავს (%-ობით): 7,1-11 მშრალ ნივთიერებას, 2,7 - 4 შაქარს, 0,6-1,4 ცილას, 0,1-0,4 ცხიმს, აგრეთვე კალციუმის, ფოსფორის, რკინისა და სხვა მარილებს. ბადრიჯანს იყენებენ საკონსერვო წარმოებასა და კულინარიაში. გავრცელებული ჯიშები: დელიკატესი 163, დონური 14, გრძელი იისფერი 239, სიმფეროპოლური 105, საკონსერვო 10 და სხვა. მოსავლიანობა 1530 ტ/ჰა. სუბტროპიკულ და ზომიერი ჰავის ქვეყნებში ბადრიჯანი მოჰყავთ როგორც ერთწლოვანი კულტურა ჩითილის გამოყვანის მეთოდით. ივ. ჯავახიშვილის ცნობით, საქართველოში ბადრიჯანი ცნობილი ყოფილა XII საუკუნემდე. ხალხური სელექციით შექმნილია ადგილობრივი ჯიშები. რესპუბლიკაში დარაიონებული ჯიშებია: გარდაბნული, ბულგარული 014, შავგვრემანი. ბადრიჯნის მავნებლებია: მინდვრის ბაღლინჯო, მახრასებრნი და სხვა. დაავადებანი: მშრალი სიდამპლე, ფილტოფთორა, ჭკნობა.