აჟანის უნგრულა: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''აჟანის უნგრულა''', ''აჟანის ვენგერკა'', ''აჟანკა'', ''დ’ანტი'' — ქლიავის ჯიში. სახელწოდება წარმოშობილია ქალაქ აჟანის (საფრანგეთი) სახელისაგან, სადაც ეს ჯიში ფართოდაა გავრცელებული. საფრანგეთიდან აჟანის უნგრულა გავრცელდა ევროპაში და ჩრდილო ამერიკაში.
 
 
საქართველოს პირობებში აჟანის უნგრულა გვხვდება მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროზე და ისიც ცალკეულ ხეებად. თუმცა აჟანის ვენგერკა კარგ მაჩვენებლებს იძლევა მოსავლიანობის მხრივ (40–45 ცენტნერს ერთი ჰექტარიდან), მაგრამ მისი მოსავლიდან დამზადებული ჩირი ბევრად ჩამოუვარდება იტალიური უნგრულისგან დამზადებულ „[[შავქლიავი]]ს“ ჩირს; ამ მიზეზის გამო იტალიურმა უნგრულამ აფხაზეთიდან განდევნა ერთ დროს გავრცელებული აჟანის უნგრულა.
 
ხე ხასიათდება მაღალი აგებულობის მომრგვალო ვარჯით, დატოტვა საშუალო სიხშირისა აქვს. ფოთოლი უკუკვერცხისებრი ფორმისაა, მუქი მწვანე ფერის, ნაკლებად შებუსვილი. ყვავილობა საშუალო პერიოდისა აქვს. თვითსტერილია. ნაყოფი მწიფდება აგვისტოს შუა რიცხვებში. საშუალო სიდიდისაა (4,1🞩3,4 სმ). საშუალო მასა 25,6 გრამს უდრის. ფორმა ოვალურია, ღარი სუსტად ემჩნევა. ნაყოფის კანი მოშავო–ლურჯია, ზევიდან გადაჰკრავს ცვილისებრი ნაფიფქი. რბილობი მოყვითალო–მწვანე ფერისაა, მკვრივი, მომჟავო–ტკბილი გემოსი, საკმაოდ წვნიანი. კურკა რბილობს კარგად სცილდება; იგი ნაყოფის წონის 3,2%-ს შეადგენს. ნაყოფჭამია ნაკლებად აზიანებს აჟანის მოსავალს (ნაყოფს).

სანავიგაციო მენიუ