ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24: ხაზი 24:
*[http://patriarchate.ge/geo/eparqiebi/saqartveloshi/ ეპარქიები საქართველოში]
*[http://patriarchate.ge/geo/eparqiebi/saqartveloshi/ ეპარქიები საქართველოში]
*[http://patriarchate.ge/saqartvelos-samociqulo-martlmadidebeli-eklesiis-eparqiebi/ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები]
*[http://patriarchate.ge/saqartvelos-samociqulo-martlmadidebeli-eklesiis-eparqiebi/ საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები]
*[http://www.damian-hungs.de/geistliches/ostkirchen/ostkirchliche-bistuemer-und-kloester/ აღმოსავლეთის ეკლესიათა ეპარქიების რუკა]
[[კატეგორია:ეპარქიები]]
[[კატეგორია:ეპარქიები]]
[[კატეგორია:საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულები]]
[[კატეგორია:საეკლესიო ადმინისტრაციული ერთეულები]]

09:38, 12 მაისი 2019-ის ვერსია

ეპარქია — საეკლესიო თემების ოლქობრივი გაერთიანება. ეპარქია ადმინისტრაციული ოლქის შესატყვისია. მის მმართველს ეპისკოპოსი (ზედამხედველი) ჰქვია.

საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები (ისტორია, დადგენილებები)

თანამედროვე ეტაპზე საქართველოს წმიდა სამოციქულო ეკლესიისა და მის იურისდიქციაში არსებული სამწყსო ტერიტორიის და მრევლის მართვა ხორციელდება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების შესაბამისად ((დებულება მიღებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული ადგილობრივი კრების მიერ, რომელიც 1995 წლის 18-19 სექტემბერს მცხეთის საპატრიარქო ტაძარში გაიმართა).

დებულების თანახმად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამწყსო იყოფა ეპარქიებად. „ეპარქია“ წარმოადგენს საქართველოს ეკლესიის იმ ნაწილს, რომელსაც კანონიკურად მართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის მიერ დადგენილი მღვდელმთავარი.

ეპარქიები, თავის მხრივ, შედგება ოლქებში (სამთავარხუცესოებში) გაერთიანებული სამრევლოებისაგან და სამღვდელმთავროთა ტერიტორიაზე განლაგებული მონასტრებისაგან.

სამთავარხუცესოს ხელმძღვანელობა მინდობილი აქვს ეპისკოპოსის მიერ დანიშნულ მთავარხუცესს.

სამრევლოები კი ეპარქიის ტერიტორიაზე არსებულ ტაძრებთან გაერთიანებული მრევლია, რომელიც სამღვდელო და მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანთაგან შედგება. მისი ხელმძღვანელობა ეპარქიის მღვდელმთავრის მიერ დადგენილ წინამძღვარს (მღვდელს) ევალება.

მონასტერთა საქმიანობა კი ხორციელდება სპეციალური სამონასტრო ტიპიკონის შესაბამისად. მისი მართვა მღვდელმთავრის მიერ დადგენილ შავი სამღვდელოების შესაბამის წარმომადგენელს, წინამძღვარს (მღვდელ-მონაზონი, იღუმენი, არქიმანდრიტი) აქვს მინდობილი.

ეპარქიათა მმართველი მღვდელმთავრები, იმავდროულად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის წევრებიც არიან.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002

რესურსები ინტერნეტში