ევთანაზია: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, removed: {{Link FA|id}} using AWB)
შვეიცარია
 
შვეიცარიაში, შვეიცარიის მოქალაქეს ან უცხოელს შეიძლება გამოეწეროს სასიკვდილო პრეპარატები, მხოლოდ იმ პირობით, რომ პაციენტი აქტიურ როლს ასრულებს პრეპარატის დანიშვნაში. უფრო ზოგადად, შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად (რომელიც 1918 წელს დაიწერა და ძალაში 1942 წელს შევიდა), თვითმკვლელობაში დახმარება დანაშაულად მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვლება, თუ ქმედების მოტივი ეგოისტურია. კოდექსი არ განსაზღვრავს ექიმთა სპეციალურ სტატუსს თვითმკვლელობაში დახმარების პროცესში. თუმცა, სწორედ მათ მიუწვდებათ ხელი სათანადო პრეპარატებზე. ეთიკური მოსაზრებების გამო ექიმები ფრთხილობენ სასიკვდილო პრეპარატების გამოყენებისას. თუმცა, მათ ასევე ესმით, რომ განსაკუთრებულ და განსაზღვრულ შემთხვევებში ექიმებს შეუძლიათ თავის მართლების გარეშე დაეხმარონ პირს თვითმკვლელობის ჩადენაში. როდესაც ცხადდება ექიმის მიერ თვითმკვლელობაში დახმარების ფაქტის შესახებ, შესაძლოა პოლიციამ გამოძიება დაიწყოს. რადგან ეგოისტური მოტივის არარსებობისას დანაშაული სახეზეაშკარა არ არის, ეს ძირითადად ღია და დახურული საქმეებია. სისხლის სამართლებრივი დევნა ხორციელდება, თუ არსებობს ეჭვი, რომ პაციენტი საკმარისად კომპეტენტური იყო, რათა საკუთარი (ავტონომიური) არჩევანი თვითონ გაეკეთებინა. თუმცა, ასეთი შემთხვევები ძალზე იშვიათია.
 
მისი შემოღებიდან 40 წლის შემდეგ, 115-ე მუხლი განმარტებული იყო, როგორც იურიდიული ნებართვა 1980-იან წლებში სასიკვდილო პრეპარატების დამნიშვნელი ორგანიზაციების შექმნაზე.
ამ ორგანიზაციებით აქტიურად სარგებლობდნენ უცხოელები – ძირითადად გერმანელები – ისევე როგორც შვეიცარიელები. ადამიანების დაახლოებით ნახევარი, ვისაც გარდაცვალებაში ორგანიზაცია `დიგნიტას” დაეხმარა, გერმანელები იყვნენ.
 
შვეიცარიაში ახლახან მიმდინარე დებატების საგანი იყო ფსიქიურად დაავადებულთა უფლება თვითმკვლელობაში დახმარებაზე. 2006 წლის 3 ნოემბერს შვეიცარიის ფედერალური უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ჩამოაყალიბა სტანდარტები, რომელთა თანახმად ფსიქიურად დაავადებულ პაციენტებს შეუძლიათ საკუთარი სიცოცხლე დაასრულონ: `არ შეიძლება იმის უარყოფა, რომ სომატური ხასიათის განუკურნებელ, ხანგრძლივ და მძაფრ მენტალურ დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ტანჯვა, რომლის შედეგად პაციენტს გრძელვადიან პერსპექტივაში საკუთარი სიცოცხლე აღარაფრად უღირს. ბოლო დროს გაკეთებულ ეთიკურ, სამართლებრივ და სამედიცინო განცხადებებზე დაყრდნობით, სოდიუმ-პენტობარბიტალის შესაძლო დანიშვნა აუცილებლად არ წარმოადგენს დაშვებული სტანდარტების საწინააღმდეგო ზომას და აქედან გამომდინარე ზოგადად აღარ ჩაითვლება სამედიცინო ზრუნვის მოვალეობის დარღვევად. თუმცა, აუცილებელია უკიდურესი სიმკაცრის გამოჩენა: უნდა მოხდეს გარჩევა სიკვდილის სურვილს შორის, როდესაც ერთი მხრივ სახეზეაარის განკურნებადი ფსიქიკური დაზიანება, ხოლო მეორე მხრივ არსებობს საღად მოაზროვნე პიროვნების (`დაბალანსებული თვითმკვლელობა”) დამოუკიდებელი, დიდი სიფრთხილით მოფიქრებული და მტკიცე გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ. თუ სიკვდილის სურვილი დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას ეფუძნება, გარკვეულ გარემოებებში თვით ფსიქიურად დაავადებულებსაც კი შესაძლოა დაუნიშნონ სოდიუმ-პენტობარბიტალი და შედეგად დაეხმარონ თვითმკვლელობის ჩადენაში”. `იმის დადგენა, არსებობს თუ არა ასეთი წინაპირობები, შეუძლებელია სამედიცინო და განსაკუთრებით კი ფსიქიატრიული ექსპერტიზის გარეშე, და ძალზე რთულია პრაქტიკაში. აქედან გამომდინარე, სათანადო შეფასება სპეციალური და სიღრმისეული ფსიქიატრიული დასკვნის არსებობას მოითხოვს”. ბრაუნის უნივერსიტეტის პროფესორის, იაკობ მ. აპელის მიერ Hასტინგს ჩენტერ ღეპორტ–ში გამოქვეყნებული საკამათო სტატია აშშ-ში ანალოგიური წესების შემოღებისკენ მოუწოდებდა.
 
2007 წლის 22 აგვისტოს, პოლ რუბინმა ფენიქსში გამოცემულ Nეწ თიმეს–ში გამოაქვეყნა ფსიქიურად დაავადებული ქალბატონის, იანა ვან ვუურჰისის შესახებ ისტორია, რომელსაც თვითმკლელობაში დახმარება Fინალ Eხიტ Nეტწორკ–მა გაუწია. ამ საქმემ კონსერვატიული ბიოეთიკოსის, უესლი ჯ. სმიტის დიდი კრიტიკა დაიმსახურა, რომელიც მან შეცონდ Hანდ შმოკე–ის სვეტში გამოაქვეყნა.
ინტრავენური მეთოდი ევთანასიის ჩატარების ყველაზე საიმედო და სწრაფი საშუალებაა და მაშასადამე შეიძლება მისი უსაფრთხოდ რეკომენდირება. უპირველეს ყოვლისა სოდიუმ თიოპენტალის (ნესდონალის) 20 მგ/კგ მცირე მოცულობით (ფიზიოლოგიური ხსნარის 10 მილილიტრი) ინტრავენური შეყვანის შედეგად მიიღწევა კომის სტადია. შემდეგ ხდება დეპოლარიზაციის საწინააღმდეგო ნევრომუსკულარული კუნთების რელაქსანტის სამმაგი ინტრავენური დოზის გაკეთება, როგორიცაა პანკურონიუმ ბრომიდის (პავულონი) 20 მგ ან ვეკურონიუმ ბრომიდის (ნორკურონი) 20 მგ. უკეთესია, თუ კუნთების რელაქსანტი ინტრავენურად შეიყვანება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ოპტიმალური ხელმისაწვდომობა. მხოლოდ პანკურონიუმ ბრომიდის (პავულონის) შემთხვევაში არსებობს არსებითი მიზეზები, რის შედეგადაც მედიკამენტის შეყვანა ასევე ინტრამუსკულარული მეთოდითაც შეიძლება, 40 მგ დოზით.
 
რაც შეეხება მოსაზრებებს არანებაყოფლობითი ევთანასიის შესახებ, ანუ შემთხვევებს, როდესაც პიროვნებას შეეძლო თანხმობის მიცემა მაგრამ მისთვის არაფერი უკითხავთ, ისინი ხშირად განსხვავებულია იმ შემთხვევებისგან, როდესაც პიროვნებას თანხმობის მიცემა არ შეეძლო. ზოგიერთი ადამიანი აყენებს საკითხს შეზღუდული შესაძლებლობების სტერეოტიპებთან დაკავშირებით, რომლის შედეგად ნაკლებად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები არასწორად აფასებენ პაციენტის მიერ განცდილ ტანჯვას, ან უშვებენ რომ განკურნებადი დაავადება განუკურნებელია. მაგალითად, ტრეისი ლატიმერის მკვლელობასთან დაკავშირებით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მრავალმა დამცველმა გამოთქვა აზრი, რომ მისმა მშობლებმა უარი თქვეს ბარძაყზე ოპერაციის ჩატარებაზე, რაც ტრეისის ფიზიკურ ტკივილს საგრძნობლად შეუმცირებდა ან საერთოდ გაათავისუფლებდა მისგან. ისინი აგრეთვე მიუთითებდნენ, რომ მკაცრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პიროვნება აუცილებელი არ არის ემოციურ ტკივილსაც განიცდიდეს, და რომ ემოციური ტკივილი, თუ ასეთი სახეზეაშეინიშნება, გამოწვეულია საზოგადოებრივი ცრუ შეხედულებებისგან, ვიდრე თვით შეზღუდული მდგომარეობისგან. ისინი უთანაბრებენ ამ სიტუაციას გარკვეული ეთნიკური წარმომავლობის პიროვნების მხრიდან სიკვდილის სურვილს, რადგან მათ შეითვისეს ნეგატიური სტერეოტიპები საკუთარი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ. ამის კიდევ ერთი მაგალითია კეით მაკკორმიკი, ახალი ზელანდიელი რომელიც მისმა მომვლელმა სიბრალულის გამო მოაკვდინა, და მეთიუ სატონი.
 
რაც შეეხება ნებაყოფლობით ევთანასიას, მრავალი ადამიანის მტკიცებით `თანაბარი ხელმისაწვდომობა” თვითმკვლელობაზე ხელმისაწვდომობასაც უნდა ეხებოდეს, ასე რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, რომელთაც არ შეუძლიათ თვითმკვლელობის განხორციელება, ხელი ნებაყოფლობით ევთანასიაზე უნდა მიუწვდებოდეთ.
იძულებითი ევთანასია (Iნვოლუნტარყ ეუტჰანასია)
 
ეს შემთხვევა სახეზეადგება მაშინ, როდესაც გარდაცვლილ ადამიანს სიცოცხლე სურს, მაგრამ მას მაინც აკვდინებენ. როგორც წესი, ეს იგივეა, რაც მკვლელობა.
 
კომპეტენცია (ჩომპეტენცე)

სანავიგაციო მენიუ