ტიბეტის მთიანეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ამგებელი ქანები =
}}
'''ტიბეტის მთიანეთი''' — მთიანეთი ცენტრალურ აზიაში, უმთავრესად ჩინეთში. ფართობი დაახლოებით 2 მლმლნ. კმ². საშუალო სიმაღლე 4-5 ათ. მ. დასავლეთით ესაზღვრება ყარაყორუმი, ჩრდილოეთით კულუნი, აღმოსავლეთით ჩინეთ-ტიბეტის მთები (ზოგჯერ ამ მთათა სისტემებსაც აერთიანებენ ტიბეტის მთიანეთში), სამხრეთით - ჰიმალაის მთები. ტიბეტის მთიანეთის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში (ადგილობრივი სახელწოდება ჩანგტანი) 4600-5200 მ სიმაღლეზე მდებარე სუსტად ბორცვოვან და ბრტყელ ვაკეებს ცვლის განედური და სუბგანედური მიმართულების მოლე ქედები (სიმაღლე 6000 მ-მდე). მიუხედავად დიდი სიმაღლისა, ცანგტანს აქვს საშუალომთიანეთის სახე. ცალკეული მწვერვალები აღმართულია თოვლის მიჯნაზე მაღლა, სადაც განვითარებულია რელიეფის ალპური ფორმები და მყინვარები. ტროგული ხეობები, მორენები და კარები 4500 მ სიმაღლემდე ეშვება. ტიბეტის მთიანეთის კიდეებზე პერიფერიული ქედების კალთები ციცაბოა და ხეობებით არის დანაწევრებული.
 
ტიბეტის მთიანეთი მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის გეოსინკლინურ სარტყლეში. წარმოადგენს შუალედი მასივის იერის წარმონაქმნს. ტიბეტის მთიანეთში გამოყოფენ სხვადასხვა გეოლოგიური განვითარების ისტორიის მქონე რაიონებს. ჩრდილო ტიბეტი უმთავრესად აგებულია ზედა პალეოზოური კარბონატული და ცარცული წითელი ფერის ქანებით; ყარაყორუმ-ტანგლის რაიონში გავრცელებულია პერმული და ტრიასული ასაკის ზღვიური ნალექები; დიდი ტბების რაიონში ვრცელი ფართობი უკავია იურულ, კონტინენტურსა და ცარცულ ზღვიურ ნალექებს; განდისიშანის რაიონი (ტრანსჰიმალაი) აგებულია კარბონული და პერმული ქვიშა-ფიქლოვანი ქანებით, ცარცული ვულკანური ქანებითა და გრანიტებით; ცანგპოსა და ინდის ზემოთის რაიონი აგებულია ცარცულ-პალეოგენური ქვიშა-ფიქლიანი ქვიშით. კაინოზოური ერის შუა ხანამდე ტიბეტის მთანეთი უმთავრესად განიცდიდა დაძირვას და ნისი დიდი ნაწილი ზღვას ეკავა. აზევება მან გვიანდელ კაინოზოურ ერაში განიცადა. ამჯამად ტიბეტის მთიანეთი ახალგაზრდა ვულკანიზმსი არეა, ბევრია თერმული წყარო, ახასიათებს დიდი სეისმურობა. ტიბეტის მთიანეთში არის ოქროს, კასიტერიტის, პოლიმეტალების მადნებისა და ქვანახშირის საბადოები. გაუმდინარე ტბებში სოდისა და ბორაკის დიდი მარაგია.

სანავიგაციო მენიუ