ჰაირი ჰაირიოღლუ: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: '''ჰაირი ჰაირიოღლუ''' (თურქ. Hayri Hayrioğlu; დ. 1936 — გ. 2002) — თურქეთი|თურქი...)
 
'''ჰაირი ჰაირიოღლუ''' (თურქ. Hayri Hayrioğlu; დ. [[1936]] — გ. [[2002]]) — [[თურქეთი|თურქი]] მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, წარმოშობით ქართველი (ვახტანგ მალაყმაძე), [[აჭარა|აჭარელ]] [[მუჰაჯირობა|მუჰაჯირთა]] შთამომავალი.
 
ჰაირი ჰაირიოღლუ დაიბადა ქართველ მუჰაჯირთა ოჯახში სოფელ ჰაირიეში. ამავე სოფლიდან იყო მისი მეგობარი და ქართველი კულტურული მოღვაწე [[აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)]]. სტამბოლის ილდიზის პოლიციის სკოლის დასრულების შემდეგ წლების განმავლობაში, 1982 წლამდე მუშაობდა თურქეთის სამოქალაქო თავდაცვის სფეროში სხვადასხვა თანამდებობაზე. პარალელურად ეწეოდა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობას; აგროვებდა თურქეთის ქართველების ფოლკლორულ ნიმუშებს, იკვლევდა მუჰაჯირობის ისტორიას; 1968 წელს აჰმედ ოზქანთან ერთად გამოსცა წიგნი „გურჯისტანი“. ჰაირიოღლუმ თურქულად თარგმნა [[იაკობ გოგებაშვილისგოგებაშვილი]] „იავნანამ რა ჰქმნა?!“, მოამზადა, თარგმნა და ორ ტომად გამოსცა „ქართული საბავშვო ზღაპრებ“ი, ასევე მუჰამედ ვანილიშისა და ალი თადილავას „ლაზების ისტორია“ (1992 წ.), [[ივანე ჯავახიშვილი]]ს, [[ნიკო ბერძენიშვილი]]სა და [[სიმონ ჯანაშია]]ს შრომების მიხედვით მომზადებული „საქართველოს ისტორია“ (1997) და სხვ. რამდენჯერმე ეწვია საქართველოს, პირველად 1977 წელს. გარდაიცვალა 2002 წელს; დაკრძალულია ქ. ინეგოლის სასაფლაოზე.
 
== ლიტერატურა ==

სანავიგაციო მენიუ