მალარია: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
Bot: 107 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q12156
მალარა, გაუმჯობესდა სტატიის გაფორმება, გასწორდა თხრობის სტილი, გასწორდა ორთოგრაფია, გასწორდა ...
ხაზი 1: ხაზი 1:
მალარია - მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მხოლოდ მალარიით დაავადებული ადამიანი, ან გამეტომტარებელი. ინფექცია გადაეცემა კოღოების სხვადასხვა სახეობებით.
{{ინფოდაფა დაავადება
| სახელწოდება = Malaria
| ICD10 = {{ICD10|B|50||b|50}}
| ICD9 = {{ICD9|084}}
| სურათი = P vivax trophozoite4.jpg
| ტიტრი = დაავადებული ერითროციტები
| DiseasesDB = 7728
| MedlinePlus = 000621
| OMIM = 248310
| eMedicineSubj = med
| eMedicineTopic = 1385
}}


მალარია – ეტიოლოგია. განასხვავებენ მალარიის გამომწვევების 4 სახეობას, რომლებიც იწვევენ დაავადების დამოუკიდებელ სახესხვაობებს. Plasmodium vivax წარმოადგენს სამდღიანი მალარიის გამომწვევს, Pl.malarie – ოთხდღიანი, Pl.falciparum – ტროპიკული მალარიის გამომწვევებს; მეოთხე გამომწვევი – Pl.ovale – იწვევს დაავადებას, რომელიც კლინიკურად მსგავსია სამდღიანი მალარიისა.
'''მალარია''' (ძველი [[იტალ.]] ''mala aria'', ცუდი ჰაერი) - [[ინფექციური დავადება]], რომელიც [[ადამიანი|ადამიანს]] ''Anopheles''-ის გვარის [[კოღო]]ს კბენით გადაეცემა.


მალარია – ეპიდემიოლოგია. მალარიის გავრცელება (დაავადების შემოტანის შემთხვევების გამოკლებით) პირველ რიგში დაკავშირებულია მათი გადამტანის – კოღო ანოფელესის – ბინადრობის არეალთან. ინფექციის წყაროებია – მალარიის აქტიური გამოვლინებებით დაავადებული ადამიანები, აგრეთვე გამეტომტარებლები, რომელთა ორგანიზმში შეიძლება დიდხანს იყვნენ შენარჩუნებულები პლაზმოდიების სქესობრივი ფორმები, მიკრო – და მაკროგამეტოციტები. მალარიით დაავადებულის ან გამეტომტარებლის სისხლის ამოწოვის შემდეგ, ხდება კოღო ანოფელესის დასნებოვნება გამეტოციტებით. გადამტანის ორგანიზმში პლაზმოდიები გადიან განვითარების ციკლს და გარდაიქმნებიან სპოროზოიტებად. მწერის კბენის შედეგად, მისი სანერწყვე ჯირკვლებიდან სპოროზოიტები ხვდება ადამიანის კანქვეშა ქსოვილში. კოღო ანოფელესები შესაძლოა ბინადრობდნენ სალეკ მდელოებზე, ტბებზე, ჭაობებში, ტბორებში, ქარხნებში და წყალსაცავებში; წყლის გასავლის გარეშე ან მდორე წყალსატევებში დებენ თავიანთ კვერცხებს კოღო ანოფელესები. ე.წ. ადგილობრივი მალარიის გარდა, რომელიც აზიანებს ადამიანებს განსაზღვრულ ეპიდემიურ კერებში, გვხვდება აგრეთვე მალარიის შემოტანის შემთხვევები, როდესაც დაავადებულები არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოსულები არიან იმ ადგილებიდან, სადაც გავრცელებულია მალარია. ჩვენ ქვეყანაში მალარიას, როგორც წესი, გააჩნია შემოტანითი ხასიათი.
{{დაავადება}}


მალარია – პათოგენეზი. მალარიის პლაზმოდიების ორგანიზმში პარაზიტობას თან სდევს რეტიკულოენდოთელური ელემენტების რეაქციები ღვიძლსა და ელენთაში ჰეპატოლიენალური სიმდრომის განვითარებით, გაძლიერებული განლევითა და ანემიით. მალარიის შეტევები უკავშირდება პლაზმოდიებით დაზიანებული ერითროციტების დაშლასა და სისხლში პლამოდიების ცხოველმყოფელობის პროდუქტების მოხვედრასთან.
[[კატეგორია:ინფექციური დაავადებები]]


მალარია – სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი სამდღიანი მალარიისას შეადგენს 10 – 20 დღეს, ოთხდღიანი მალარიისას – 15 – 30 დღეს, ტროპიკული მალარიისას – 8 – 16 დღე. სამდღიანი მალარიისას, დაავადების პირველი 6 – 8 დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდეს მუდმივი ტიპის ცხელება, შემდგომ განსაზღვრული პერიოდულობით ვითარდება მალარიის შეტევები. თითოეული შეტევის შორის შუალედი შეადგენს 48 საათს. შეტევები შეიძლება განვითარდეს დღის ნებისმიერ საათებში, თუმცა ყველაზე ხშირად ვითარდება გვიან დილით ან შუადღით. თითოეული შეტევა იწყება შემაწუხებელი შემცივნებით: ავადმყოფი ვერ თბება მთლიანად გადახურული საბნის ქვეშაც. შემდეგ, 1 – 2 საათის განმავლობაში ტემპერატურა მატულობს 40 – 41 გრადუსამდე და ამ ციფრებზე რჩება 4 – 5 საათი, შემდგომ კი კრიტიკულად ეცემა ნორმამდე. შეტევის განვითარების პიკზე ავადმყოფი უჩივის ძლიერ სიცხეს, აწუხებს წყურვილის შეგრძნება; ავადმყოფის სახე ჰიპერემიულია, კანი ხელის შეხებით ცხელი, ტუჩების ლორწოვანი გარსი მშრალია, შესაძლოა განვითარდეს გულისრევა და ღებინება. შეტევის ბოლოს, ტემპერატურის დაქვეითების ფონზე, აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა, ავადმყოფი შვებას გრძნობს და ხშირად იძინებს; რამდენიმე საათის შემდეგ, ის თავს საკმაოდ დამაკმაყოფილებლად გრძნობს. აღნიშნული ცხელებითი შეტევები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგადაც ვითარდება ჰეპატოლიენალური სინდრომი, ჰიპოქრომული ტიპის ანემია, განლევა; ავადმყოფის კანი და სკლერები ღებულობენ მოყვითალო შეფერილობას. სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, ანეოზინოფილია, ნეოტროპენია, შეფარდებითი ლიმფოციტოზი. ოთხდღიანი მალარია მიმდინარეობს შეტევების განვითარებით ყოველ 72 საათში (ერთი შეტევის დაწყებიდან მეორე შეტევის დაწყებამდე). ტროპიკული მალარიისათვის დამახასიათებელია უფრო ავთვისებიანი და გახანგრძლივებული მიმდინარეობა, ცხელებითი შეტევების არარეგულარობა, ამასთან ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითების შემდეგ, შესაძლებელია მისი უცბად მომატება და შეტევები შეიძლება აღინიშნებოდეს ყოველდღიურად. მალარიის ამ სახეობისთვის ხშირად დამახასიათებელია სხვადასხვა გართულებები, რომელთა შორის განსაკუთრებით საშიშია მალარიული კომის განვითარება (რომელიც ასევე შეიძლება ვლინდებოდეს სამდღიანი მალარიის შემთხვევებშიც). მალარიის ნებისმიერი კლინიკური სახესხვაობა შეიძლება მიმდინარეობდეს რეციდივებით. რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი ხანგრძლივობის მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს ადრეული რეციდივების განვითარებამდე, რომლებიც ვითარდება ცხელების შეტევების დამთავრებიდან 6 – 8 თვის შემდეგ.
{{Link FA|de}}

{{Link FA|hi}}
მალარია – დიაგნოზი. დაავადების ამოცნობის მიზნით უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგიური მონაცემები და კლინიკური სურათი. დიაგნოზის დადასტურება ხდება გიმზა – რომანოვსკის მეთოდით შეღებილი სისხლის სქელი წვეთის ნაცხში მალარიის პლაზმოდიუმების აღმოჩენის საფუძველზე. სისხლის აღება გამოკვლევებისათვის შეიძლება როგორც შეტევების პიკზე, ასევე აპირექსიის დროსაც. დაავადების პირველ 6 – 8 საათში დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მუცლის ტიფთან, ბრუცელოზთან, შებრუნებით ტიფთან; მოგვიანებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა სეფსისი, ლიმფოგრანულომატოზი. ავადმყოფები, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება, მალარიაზე სისხლის გამოკვლევა ხდება შემდეგ შემთხვევებში: 1) მოქალაქეებში, რომლებიც ჩამოსულები არიან ტროპიკული ქვეყნებიდან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. 2) გაურკვეველი ცხელებით მიმდინარე პათოლოგიების დროს, როდესაც ავადმყოფებს აღენიშნებათ ღვიძლის და ელენთის გადიდება, გაურკვეველი წარმომავლობის ანემია. 3) სისხლის გადასხმის შემდეგს 3 თვის განმავლობაში ტემპერატურის მომატების შემთხვევებში (შესაძლებელია მალარიით დაავადებულის სისხლის გადასხმა).
{{Link FA|pt}}

{{Link FA|uk}}
მალარია – პროგნოზი გაურთულებელი ფორმების დროს კეთილსაიმედოა. ელენთის გასკდომისა და მალარიული კომის დროს არაიშვიათია ლეტალური გამოსავალი.

პროფილაქტიკა.კოღო-გადამტანების განადგურება. პირებს, რომლებიც მიემგზავრებიან ენდემიურ ზონებში, უტარდებათ ქიმიოპროფილაქტიკა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.

17:23, 20 მაისი 2013-ის ვერსია

მალარია - მწვავე პროტოზოული დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხელების შეტევებით, ანემიით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით; შესაძლებელია რეციდივები. ინფექციის წყაროა მხოლოდ მალარიით დაავადებული ადამიანი, ან გამეტომტარებელი. ინფექცია გადაეცემა კოღოების სხვადასხვა სახეობებით.

მალარია – ეტიოლოგია. განასხვავებენ მალარიის გამომწვევების 4 სახეობას, რომლებიც იწვევენ დაავადების დამოუკიდებელ სახესხვაობებს. Plasmodium vivax წარმოადგენს სამდღიანი მალარიის გამომწვევს, Pl.malarie – ოთხდღიანი, Pl.falciparum – ტროპიკული მალარიის გამომწვევებს; მეოთხე გამომწვევი – Pl.ovale – იწვევს დაავადებას, რომელიც კლინიკურად მსგავსია სამდღიანი მალარიისა.

მალარია – ეპიდემიოლოგია. მალარიის გავრცელება (დაავადების შემოტანის შემთხვევების გამოკლებით) პირველ რიგში დაკავშირებულია მათი გადამტანის – კოღო ანოფელესის – ბინადრობის არეალთან. ინფექციის წყაროებია – მალარიის აქტიური გამოვლინებებით დაავადებული ადამიანები, აგრეთვე გამეტომტარებლები, რომელთა ორგანიზმში შეიძლება დიდხანს იყვნენ შენარჩუნებულები პლაზმოდიების სქესობრივი ფორმები, მიკრო – და მაკროგამეტოციტები. მალარიით დაავადებულის ან გამეტომტარებლის სისხლის ამოწოვის შემდეგ, ხდება კოღო ანოფელესის დასნებოვნება გამეტოციტებით. გადამტანის ორგანიზმში პლაზმოდიები გადიან განვითარების ციკლს და გარდაიქმნებიან სპოროზოიტებად. მწერის კბენის შედეგად, მისი სანერწყვე ჯირკვლებიდან სპოროზოიტები ხვდება ადამიანის კანქვეშა ქსოვილში. კოღო ანოფელესები შესაძლოა ბინადრობდნენ სალეკ მდელოებზე, ტბებზე, ჭაობებში, ტბორებში, ქარხნებში და წყალსაცავებში; წყლის გასავლის გარეშე ან მდორე წყალსატევებში დებენ თავიანთ კვერცხებს კოღო ანოფელესები. ე.წ. ადგილობრივი მალარიის გარდა, რომელიც აზიანებს ადამიანებს განსაზღვრულ ეპიდემიურ კერებში, გვხვდება აგრეთვე მალარიის შემოტანის შემთხვევები, როდესაც დაავადებულები არიან ადამიანები, რომლებიც ჩამოსულები არიან იმ ადგილებიდან, სადაც გავრცელებულია მალარია. ჩვენ ქვეყანაში მალარიას, როგორც წესი, გააჩნია შემოტანითი ხასიათი.

მალარია – პათოგენეზი. მალარიის პლაზმოდიების ორგანიზმში პარაზიტობას თან სდევს რეტიკულოენდოთელური ელემენტების რეაქციები ღვიძლსა და ელენთაში ჰეპატოლიენალური სიმდრომის განვითარებით, გაძლიერებული განლევითა და ანემიით. მალარიის შეტევები უკავშირდება პლაზმოდიებით დაზიანებული ერითროციტების დაშლასა და სისხლში პლამოდიების ცხოველმყოფელობის პროდუქტების მოხვედრასთან.

მალარია – სიმპტომები. ინკუბაციური პერიოდი სამდღიანი მალარიისას შეადგენს 10 – 20 დღეს, ოთხდღიანი მალარიისას – 15 – 30 დღეს, ტროპიკული მალარიისას – 8 – 16 დღე. სამდღიანი მალარიისას, დაავადების პირველი 6 – 8 დღის განმავლობაში შეიძლება აღინიშნებოდეს მუდმივი ტიპის ცხელება, შემდგომ განსაზღვრული პერიოდულობით ვითარდება მალარიის შეტევები. თითოეული შეტევის შორის შუალედი შეადგენს 48 საათს. შეტევები შეიძლება განვითარდეს დღის ნებისმიერ საათებში, თუმცა ყველაზე ხშირად ვითარდება გვიან დილით ან შუადღით. თითოეული შეტევა იწყება შემაწუხებელი შემცივნებით: ავადმყოფი ვერ თბება მთლიანად გადახურული საბნის ქვეშაც. შემდეგ, 1 – 2 საათის განმავლობაში ტემპერატურა მატულობს 40 – 41 გრადუსამდე და ამ ციფრებზე რჩება 4 – 5 საათი, შემდგომ კი კრიტიკულად ეცემა ნორმამდე. შეტევის განვითარების პიკზე ავადმყოფი უჩივის ძლიერ სიცხეს, აწუხებს წყურვილის შეგრძნება; ავადმყოფის სახე ჰიპერემიულია, კანი ხელის შეხებით ცხელი, ტუჩების ლორწოვანი გარსი მშრალია, შესაძლოა განვითარდეს გულისრევა და ღებინება. შეტევის ბოლოს, ტემპერატურის დაქვეითების ფონზე, აღინიშნება ძლიერი ოფლიანობა, ავადმყოფი შვებას გრძნობს და ხშირად იძინებს; რამდენიმე საათის შემდეგ, ის თავს საკმაოდ დამაკმაყოფილებლად გრძნობს. აღნიშნული ცხელებითი შეტევები გრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში, რის შემდეგადაც ვითარდება ჰეპატოლიენალური სინდრომი, ჰიპოქრომული ტიპის ანემია, განლევა; ავადმყოფის კანი და სკლერები ღებულობენ მოყვითალო შეფერილობას. სისხლში აღინიშნება ლეიკოპენია, ანეოზინოფილია, ნეოტროპენია, შეფარდებითი ლიმფოციტოზი. ოთხდღიანი მალარია მიმდინარეობს შეტევების განვითარებით ყოველ 72 საათში (ერთი შეტევის დაწყებიდან მეორე შეტევის დაწყებამდე). ტროპიკული მალარიისათვის დამახასიათებელია უფრო ავთვისებიანი და გახანგრძლივებული მიმდინარეობა, ცხელებითი შეტევების არარეგულარობა, ამასთან ტემპერატურის ხანმოკლე დაქვეითების შემდეგ, შესაძლებელია მისი უცბად მომატება და შეტევები შეიძლება აღინიშნებოდეს ყოველდღიურად. მალარიის ამ სახეობისთვის ხშირად დამახასიათებელია სხვადასხვა გართულებები, რომელთა შორის განსაკუთრებით საშიშია მალარიული კომის განვითარება (რომელიც ასევე შეიძლება ვლინდებოდეს სამდღიანი მალარიის შემთხვევებშიც). მალარიის ნებისმიერი კლინიკური სახესხვაობა შეიძლება მიმდინარეობდეს რეციდივებით. რიგ შემთხვევებში, არასაკმარისი ხანგრძლივობის მკურნალობამ შეიძლება მიგვიყვანოს ადრეული რეციდივების განვითარებამდე, რომლებიც ვითარდება ცხელების შეტევების დამთავრებიდან 6 – 8 თვის შემდეგ.

მალარია – დიაგნოზი. დაავადების ამოცნობის მიზნით უნდა გავითვალისწინოთ ეპიდემიოლოგიური მონაცემები და კლინიკური სურათი. დიაგნოზის დადასტურება ხდება გიმზა – რომანოვსკის მეთოდით შეღებილი სისხლის სქელი წვეთის ნაცხში მალარიის პლაზმოდიუმების აღმოჩენის საფუძველზე. სისხლის აღება გამოკვლევებისათვის შეიძლება როგორც შეტევების პიკზე, ასევე აპირექსიის დროსაც. დაავადების პირველ 6 – 8 საათში დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება მუცლის ტიფთან, ბრუცელოზთან, შებრუნებით ტიფთან; მოგვიანებით ყურადღება უნდა გავამახვილოთ ისეთ დაავადებებზე, როგორებიცაა სეფსისი, ლიმფოგრანულომატოზი. ავადმყოფები, რომელთაც აღენიშნებათ ცხელება, მალარიაზე სისხლის გამოკვლევა ხდება შემდეგ შემთხვევებში: 1) მოქალაქეებში, რომლებიც ჩამოსულები არიან ტროპიკული ქვეყნებიდან უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში. 2) გაურკვეველი ცხელებით მიმდინარე პათოლოგიების დროს, როდესაც ავადმყოფებს აღენიშნებათ ღვიძლის და ელენთის გადიდება, გაურკვეველი წარმომავლობის ანემია. 3) სისხლის გადასხმის შემდეგს 3 თვის განმავლობაში ტემპერატურის მომატების შემთხვევებში (შესაძლებელია მალარიით დაავადებულის სისხლის გადასხმა).

მალარია – პროგნოზი გაურთულებელი ფორმების დროს კეთილსაიმედოა. ელენთის გასკდომისა და მალარიული კომის დროს არაიშვიათია ლეტალური გამოსავალი.

პროფილაქტიკა.კოღო-გადამტანების განადგურება. პირებს, რომლებიც მიემგზავრებიან ენდემიურ ზონებში, უტარდებათ ქიმიოპროფილაქტიკა.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

გაფრთხილება დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.