საბჭოური ტვირთმზიდი ცხენი: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
Bot: 3 ენათაშორისი ბმული გადატანილია Wikidata_ზე, d:q2043450
ხაზი 7: ხაზი 7:


[[კატეგორია:ცხენები]]
[[კატეგორია:ცხენები]]

[[en:Soviet Heavy Draft]]
[[ru:Советский тяжеловоз]]
[[sv:Sovjetiskt kallblod]]

14:13, 12 მარტი 2013-ის ვერსია

საბჭოური ტვირთმზიდი ცხენი — მსხვილი ტვირთმზიდი ცხენების ჯიში. გამოყვანილია ყოფილ სსრკ-ში ადგილობრივი შესაბმელი ცხენების ბელგიური ბრაბანტულ ცხენებთან შთანთქმითი შეჯვარების გზით. ჯიში დამტკიცებულია 1952 წელს. ცხენი მასიურია, გამოირჩევა მაგარი კონსტიტუციით, მშვიდი ტემპერამენტით. ფერად უმთავრესად თაფლაა ან თაფლა-თრთვილა, იშვიათად — ქურანა.

აჯილღის საშუალო განაზომებია (სმ): სიმაღლე მინდაოში 161, ტანის ირიბი სიგრძე 169, გულმკერდის ირგვლივი 210,9, ნების ირგვლივი 25,2; იწონის 790 კგ, ფაშატი 640-660 კგ. 1957 წელს ტამბოვის იპოდრომზე აჯილღა „ფარსმა“ 22 991კგ ტვირთი ზიდა 35 -ზე. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე საბჭოური ტვირთმზიდი ცხენი გავრცელებულია თითქმის ყველგან, გარდა ამიერკავკასიის, შუა აზიის მთიან და აზიის ჩრდილო და ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში.

ლიტერატურა