გეოსფეროები: განსხვავება გადახედვებს შორის

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(განსხვავება არ არის)

15:41, 19 იანვარი 2013-ის ვერსია

დედამიწის სტრუქტურა

გეოსფეროები — სხვადასხვა სიმკვრივისა და შედგენილობის კონცენტრული (დაახლოებით სფერული) გარსები, რომელთაგანაც შედგება დედამიწის სფერო. პერიფერიიდან დედამიწის ცენტრისაკენ განლაგებულია: დედამიწის ატმოსფერო, ჰიდროსფერო, დედამიწის ქერქი, დედამიწის მანტია და ბირთვი. არეს, სადაც გავრცელებულია ორგანიზმები (ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, მთელი ჰიდროსფერო და დედამიწის ქერქის ზედა ნაწილი), ბიოსფეროს უწოდებენ. ცენტრალური ადგილი უკავია დედამიწის სფერულ ბირთვს, რომლის რადიუსია დაახლოებით 3470 კმ. იგი იმყოფება 2900 კმ სიღრმეზე. უფრო მაღლა განლაგებულია დედამიწის მანტია, რომელიც 5–75 კმ სიღრმეზე დედამიწის ქერქს გამოეყოფა მოხოროვიჩიჩის ზედაპირით. მანტიის ზედა ნაწილთან ერთად დედამიწის ქერქი ერთიანდება დედამიწის მყარ გარსში — ლითოსფეროში. გარეგანია პლანეტის წყლის გარსი — ჰიდროსფერო და აიროვანი გარსი ატმოსფერო. პირველი წყვეტილად არის განლაგებული ატმოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის; ხოლო მეორე ჰაერის გარსია და დედამიწას აკრავს ირგვლივ, ამასთანავე მასთან ერთად ბრუნავს. ორივე გარსი რთული აგებულებისაა, და იყოფიან თავის მხრივ, შემადგენელ ნაწილებად. მაგალითად, დედამიწის ქერქში არსებული მრავალწლოვანმზრალი ქანების ფენას — კრიოსფერო ეწოდება, ხოლო ხმელეთის ზედა თხელ და ნოყიერ ფენას — პედოსფერო.