ხოსროიდები: განსხვავება გადახედვებს შორის

Jump to navigation Jump to search
არ არის რედაქტირების რეზიუმე
(ახალი გვერდი: მეორე ქართული სამეფო დინასტია ფარანავაზიანთა შემდეგ ბაგრა...)
 
დინასტიას სათავე დაუდო სპარსეთის შაჰის, ხოსრო დიდის უფროსმა ვაჟიშვილმა მიჰრანმა, რომელიც ქართულ ისტორიაში ცნობილია მირიან მეფის სახელწოდებით. ფარნავაზიანთა დინასტიის ხოსროვიანთა დინასტიით ჩანაცვლება გამოიწვია უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფის ასფაგურის გარდაცვალებამ სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლისას-როდესაც სომხეთსა და ქვემო ქართლში შემოჭრილი სპარსთა მარბიელი ლაშქრის წინააღმდეგ ოსეთიდან მოკავშირეების გამოყვანას აპირებდა. ასფაგურს მემკვიდრე ძე არ დარჩა.
 
'',,და ესე ასფაგურ იყო უკანაჲსკნელი მეფე ფარნავაზიანთა ნათესავისაჲ" ლეონტი მროველი-ცხოვრება ქართველთა მეფეთა. ქართლის ცხოვრება. ტომი I. გვ. 52. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. თბ. 2012''
 
'',,ხოლო დაესრულნეს მეფენი ქართლისანი ფარნავაზიანნი." იქვე. გვ. 53.''
 
'',,და არა ესუა ამას ასფაგურს ძე, არამედ ესუა ასული ერთი." იქვე. გვ. 55.''
 
უმეფოდ დარჩენილმა ქართულმა არისტოკრატიამ მაიჟან სპასპეტის მეთაურობით სპარსეთის შაჰს ქვეყნის დანდობა და მემკვიდრე-7 წლის მიჰრვანი სთხოვა გასამეფებლად. მას მეუღლედ ასფაგურის ასული-აბეშურა შერთეს-რითაც ხაზი გაესვა პირველი დინასტიის მემკვიდრეობითობის უფლების კანონიერ გადასვლას მეორე დინასტიაზე. ხოსროვიანები ამრიგად ქართლის სომხური დინასტიის მეფეებს-არშაკიდებსაც დაუნათესავდნენ, ვინაიდან ასფაგური დედით არშაკიდი, ხოლო მამით ფარანავაზიანი იყო.
მირიან მეფემ, მიუხედავად მისი სპარსული ეთნიკური წარმოშობისა, სწრაფად მოახერხა ქართულ გარემოში ადაპტირება. სწრაფად დაეუფლა ქართულ ენას. მიატოვა ცეცხლთთაყვანისმცემლობა და ქართული წარმართობის კულტი აღაირა.მირიანსვე მიეწერება არმაზთან ერთად ახალი კერპის-ზადენის აღმართვა. მირიანის ნახევრად ლეგენდარული მმართველობის დროს საქართველო კვლავ რჩებოდა სპარსეთის და ბიზანტიის პრძოლის ასპარეზად.
 
''15 წლის მირიანს აბეშურა დედოფალი გარდაეცვალა.''
 
,,მოუკუდა ცოლი, ასული ქართველთა მეფისაჲ, და დაესრულა ამას ზედა მეფობაჲ და დედოფლობაჲ ფარნავაზიანთა მეფეთაჲ." იქვე. გვ. 58.
603

რედაქტირება

სანავიგაციო მენიუ