ისაყ I: განსხვავება გადახედვებს შორის

ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
 
No edit summary
'''ისაყ I''' ''ჯაყელი'', ახალციხის ფაშა [[1701]]-[[1745]] დროგამოშვებით. მამა მცირეწლოვანს გარდაეცვალა და საფაშო ტახტი ბიძამ სალიმმა წაართვა. სალიმის გარდაცვალების შემდეგ ([[1701]]) ფაშობაზე პრეტენზია განაცხადა სალიმის შვილმა ასლანმა. ბიძაშვილთან ბრძოლაში ისაყ I-მა რამდენჯერმე დაკარგა საფაშო ტახტი. დაახლოებით [[1718]]-იდან, ძალაუფლების საბოლოოდ განმტკიცების შემდეგ, იგი აქტიურად მონაწილეობდა [[1723]]-[[1724]] ოსმალთა მიერ ამიერკავკასიის ქვეყნების და კერძოდ, საქართველოს დაპრობაში. [[1727]], [[იესე, (ალიყული-ხანი )| იესე]] მეფის გარდაცვალების შემდეგ, სულთანმა ისაყ I ქართლის მმართველად დაადგინა და კახეთის დაპყრობაც დაავალა. XVIII საუკუნის 30-იანი წლების შემდეგ ისაყ I-ს მორჩილებდა საკუთრივ საქართველო, ლორე, ყაზახ-შამშადილი, შაქი. ისაყ I დაპყრობილ მხარეებში ცდილობდა ოსმალურ სოციალურ-პოლიტიკური სისტემის შემოღებას და მაჰმადიანობის გავრცელებას. მის დროს გახშირდა ლეკიანობა, ტყვეებით ვაჭრობა, გაუკაცრიელდა სოფლები და მხარეები. [[1735]], როცა ოსმალობა ყიზილბაშობამ შეცვალა, ისაყ I თბილისიდან ახალციხეში ჩავიდა და სამემკვიდრო ტახტზე დაჯდა. [[1737]] ტახტი შვილს, [[იუსუფ III | იუსუფ III-ს]] დაუთმო. მისი გარდაცვალების შემდეგ კი [[1744]], ისაყ I მეოთხედ დაუბრუნდა ტახტს.
 
 
 
[[კატეგორია:ქართველები]]

სანავიგაციო მენიუ