თბილისის არქიტექტურის სამსახური: განსხვავება გადახედვებს შორის
[შეუმოწმებელი ვერსია] | [შეუმოწმებელი ვერსია] |
No edit summary |
მ →სტრუქტურა: დამატება |
||
ხაზი 65: | ხაზი 65: | ||
**ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება; |
**ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება; |
||
*ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი; |
*ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი; |
||
**საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება |
|||
**მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება; |
|||
*ადმინისტრაციული დეპარტამენტი; |
*ადმინისტრაციული დეპარტამენტი; |
||
**სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება; |
|||
**სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება; |
|||
**ლეგალიზების განყოფილება; |
**ლეგალიზების განყოფილება; |
||
17:08, 12 აგვისტო 2010-ის ვერსია
თბილისის არქიტექტურის სამსახური | |
---|---|
დევიზი | ააშენე მარტივად |
შეიქმნა | 31 დეკემბერი, 2008 |
სტატუსი | სსიპ |
ტიპი | მერიის დაქვემდებარებაში |
მიზანი | ქ. თბილისში არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა. |
მდებარეობა | ჟ. შარტავას №7 |
ემსახურება რეგიონს | თბილისი |
სამსახურის უფროსი | არისი ბოჭოიძე |
კურატორი | დავით ნინიძე |
ბიუჯეტი | ? |
შტატი | 117 |
შტატი | 117 |
თბილისის არქიტექტურის სამსახური (შემოკლებით თბილისის არქიტექტურა) - ქალაქ თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შექმნილი ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის ბაზაზე[1], ამ უკანასკნელის ლიკვიდაციის შემდეგ, 2008 წლის 22 დეკემბრის ქ. თბილისის მთავრობის №24.16.832 დადგენილების საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 31 დეკემბერს[2][3]. სამსახურის შექმნის მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და მშენებლობის ნებართვების გაცემის გამარტივება.[4] როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, თავის საქმიანობაში სამსახური დამოუკიდებელია მერიისგან, თუმცა მის საქმიანობას კურირებას უწევს ვიცე-მერი. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ქ. თბილისის მთავრობა. არქიტექტურის სამსახურს ამჟამად ხელმძღვანელობს - არისი ბოჭოიძე[4].
თბილისის არქიტექტურის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია ქ. თბილისის ადმინისტრაციული საზღვრებით დადგენილ ტერიტორიაზე არქიტექტურულ-ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვა, კერძოდ:
- დადგენილი წესით სამშენებლოდ მიწის ნაკვეთის გამოყენების პირობების დადგენა;
- არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმება;
- მშენებლობის ნებართვის გაცემა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მათში ცვლილებების შეტანა;
- ქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის განხორციელების კოორდინაცია;
- მშენებლობისა და კეთილმოწყობის რეგულირება;
- მიწათსარგებლობის გეგმის შედგენა;
- იმ ახლად ასაშენებელ და სარეკონსტრუქციო ობიექტების დაპროექტების, ესკიზური, ვარიანტული და საკონკურსო დამუშავების განსაზღვრა, რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული არქიტექტურული და ქალაქთმშენებლობითი მნიშვნელობა;
- 2007 წლის 1 იანვრამდე უკანონოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მისი ნაწილების ლეგალიზება;
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისათვის მიწის ნაკვეთის საზღვრების დადგენა და სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[4]
სტრუქტურა
სამსახური თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფების - დეპარტამენტების მეშვეობით. არქიტექტურის სამსახური შედგება 4 დეპარტამენტისგან[2], რომლებიც ასევე იყოფიან განყოფილებებად:
- ურბანული დაგეგმარების დეპატამენტი.
- მიწის ნაკვეთების გამოყენების პირობების განყოფილება;
- საინვესტიციო განყოფილება;
- მიწის ნაკვეთის საზღვრების მომზადების განყოფილება;
- გენერალური გეგმის მართვისა და ქალაქგეგმარების განყოფილება;
- სანებართვო დეპარტამენტი;
- მარჯვენა სანაპიროს სანებართვო განყოფილება;
- მარცხენა სანაპიროს სანებართვო განყოფილება;
- ძველი თბილისის სანებართვო განყოფილება;
- ინფორმაციული უზრუნვეყოფის დეპარტამენტი;
- საზოგადოებასთა ურთიერთობის განყოფილება
- მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილება;
- ადმინისტრაციული დეპარტამენტი;
- სასამართლოსთან და ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის განყოფილება;
- სამართლებრივი აქტების მომზადების და მატერიალური უზრუნველყოფის განყოფილება;
- ლეგალიზების განყოფილება;
ყველა დეპარტამენტს ყავს თავისი ხელმძღვანელი - დეპარტამენტის უფროსი, ხოლო განყოფილებას - განყოფილების უფროსი.
ურბანული დაგეგმარების დეპარტამენტი
- ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე ქალაქ მშენებლობითი პოლიტიკის შემუშავებასა და განხორცელებაში მონაწილეობის მიღება;
- ქალაქმშენებლობითი პარამეტრების დადგენა. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენა.
- მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისთვის მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა;
- ქალაქ თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების საკითხთა კომისიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტების მომზადება ან/და მომზადებული პროექტების განხილვა;
- განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმება (გრგ).
- სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული უფლებამოვალეობების განხორციელება.[2]
სანებართვო დეპარტამენტი
- უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის შეთანხმებას;
- სამსახურის გამართული მუშაობის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
- ახორციელებს სამსახურის დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ უფლებამოვალეობებს.[2]
ინფორმაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტი
- ახორციელებს ცენტრალიზებული ბაზის მართვას;
- უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებას სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის განხორციელების თაობაზე;
- უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;
კონსულტაციის ტიპები:
- ადგილზე მუშაობს საკონსულტაციო ჯგუფი;
- ცხელი ხაზი, რომელიც ტელეფონის საშუალებით დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას (არქიტექტურის საკითხებთან დაკაშირებით) და აწვდის ინფომრაციას შემოსულ განცხადებებზე წარმოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით.[2]
ადმინისტრაციული დეპარტამენტი
- განიხილავს მოქალაქეთა განცხადებებს;
- სადაო საკითებთან დაკავშირებით ატარებს ადმინისტრაციულ წარმოებებს;
- ამზადებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტების პროექტებს;
- უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ უზრუნველყოფას.[2]
ქონება და ფინანსები
სამსახურის საკუთრებაშია სხვადასხვა სახის უძრავ-მოძრავი ქონება, რომელიც მას ქალაქის მთავრობისგან გადაეცა „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დაფინანსების წყაროებია: ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები, სამსახურის მომსახურებით მიღებული შემოსავლები და სხვადასხვა კრედიტები, თუ გრანტები.[2]
სქოლიო
- ↑ იურიდიულად სამსახური არ არის მისი სამართალმემკვიდრე.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება 24.16.832. მთავრობის დადგენილებები. ქ. თბილისის მერია (31.12.2008). ციტირების თარიღი: 2009-06-17.
- ↑ დღეიდან არქიტექტურის სამსახური იმუშავებს. პირველი არხი (09.01.2009). ციტირების თარიღი: 2009-06-16.
- ↑ 4.0 4.1 4.2 თბილისის არქიტექტურა. თბილისის მერია. ციტირების თარიღი: 2009-06-16.
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი;
- თბილისის არქიტექტურა, თბილისის მერია. არქიტექტურის სამსახურის შესახებ.
- ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №24.16.832. (ვორდ-დოკუმენტი)