სოფიო რომანიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოფიო რომანიშვილი-დგებუაძისა (დ. 1878 — გ. 1929) — ქართველი მსახიობი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1899 წელს სახალხო თეატრის სცენაზე პირველად გამოვიდა. მონაწილეობდა „დრონი მეფობენში“ — ნატოს როლში, „ორ ობოლში“ კი ასრულებდა ლუიზას. პარალელურად გამოდიოდა ნაძალადევის სცენაზე. რამდენიმე თვით გაემგზავრა რუსეთში. 1900 წელს დაბრუნდა საქართველოში, სადაც სახალხო სახლში დაიწყო მუშაობა და სცენას აღარ ჩამოშორებია. უბინაო სახალხო თეატრი მის სახლში მართავდა რეპეტიციებსა თუ გამგეობის კრებებს. მისგანვე მოჰქონდათ წარმოდგენებისთვის საჭირო ინვენტარი. სახალხო თეატრთან ერთად აგრძელებდა მუშაობას. 1920 წლის 20 აპრილს, ქართული წარმოდგენების მმართველი წრის გამგეობამ, სახალხო სახლში სასცენო მოღვაწეობის 20 წლის იუბილე გადაუხადა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჭანტურიძე ს., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 334.