შინაარსზე გადასვლა

სოსლან სალაყაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სოსლან შოთას ძე სალაყაია (აფხ. Сослан Шьоҭа-иԥа Салаҟаиа; დ. 27 ივნისი, 1965) — აფხაზი პოლიტიკოსი. ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი, ასუ-ის დოცენტი.

დაიბადა 1965 წლის 27 ივნისს. 1982 წელს დაამთავრა სოხუმის ნ. ლაკობას სახელობის საშუალო სკოლა. 1982-1987 წლებში სწავლობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე. 1987-1990 წლებში იყო დ. გულიას სახელობის აფხაზური ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ასპირანტი. 1991 წლიდან მუშაობდა მასწავლებლად, შემდგომ ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის მთავარ სპეციალისტად. 2002 წელს მუშაობდა მეცნიერ თანამშრომლად. 2011-2017 წლებში იყო სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე.

2019 წლის აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს იყო პრეზიდენტობის კანდიდატ არტურ ანქვაბის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. პირველ ტურში ანქვაბმა 1403 (1,7%) მიიღო და მე-8 ადგილი დაიკავა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]