სომხური მაგისტრატის შენობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომხური მაგისტრატის შენობა
რუს. Здание армянского магистрата
კოორდინატები 47°13′45″N 39°45′53″E / 47.229069° ჩ. გ. 39.764761° ა. გ. / 47.229069; 39.764761
მდებარეობა დონის როსტოვი
ტიპი კლასიციზმი
დასრულების თარიღი 1790-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

სომხური მაგისტრატის შენობა (რუს. Здание армянского магистрата) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. არის ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ნაგებობა. რამდენიმე ცნობის თანახმად იგი აგებულია 1790-იან წლებში ქალაქ დონის ნახიჩევანში (ამჟამად დონის როსტოვის პროლეტარის რაიონი)[1]. შენობას აქვს რუსეთის ფედერაციის განსაზღვრული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შენობა აგებულია ეკატერინე II-ის მმართველობის დასასრულს. სავარაუდოდ თავდაპირველი ნაგებობა ხის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მალევე უნდა შეეცვალათ ქვის სწორედ იმ შენობით, რომელიც ჩვენს ეპოქამდეა შემორჩენილი. შენობის აგების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი, თუმცა ზოგიერთი ვარაუდის მიხედვით იგი აგებული უნდა იყოს 1790-იან წლებში[1].

სომხური მაგისტრატის შენობა აგებულია კლასიციზმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების „სანიმუშო სტილში“. ორსართულიან სახლს აქვს სწორკუთხა დაგეგმარება. ნაგებობის ცენტრალური ფასადი გადიოდა მოედანზე. იგი დამშვენებული იყო ოტსხვეტიანი პორტიკით და აივნით მეორე სართულზე[1].

1868 წელს მოხდა მაგისტრატის რეორგანიზაცია და მასთან ჩამოყალიბდა საქალაქო საბჭო, რომლისთვისაც შენობის მახლობლად ააგეს ახალი ნაგებობა. 1872 წელს სომხური მაგისტრატის შენობა გადავიდა ვაჭარ ჰაირაბეტოვების კუთვნილებაში. სავაჭრო სახლში განთავსდა სასადილო, სამზარეულო, საცხოვრებლები და სავაჭრო სათავსოები[1].

რუსეთის სამოქალაქო ომის პერიოდში მაგისტრატის შენობაში გაიხსნა სომხურ სიძველეთა და ხელოვნების ნიმუშთა სამხარეო მუზეუმი. მას ხელმძღვანელობდა ნახიჩევანის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორი ერვანდ შახაზიზი. მუზეუმი არსებობდა 1922 წლამდე, როდესაც მისი არქივი გადაიტანეს ერევანში.

მუზეუმის დახურვის შემდეგ შენობაში განთავსდა საცხოვრებელი ბინები შეცვლილი დაგეგმარებით.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Волошинова Л. Ф. Бульварная площадь. — Ростов-на-Дону: Донской издательский дом, 2001. — С. 33—39. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87-688-202-X.
  2. Ростов-на-Дону (выявленные объекты культурного наследия). Официальный портал Правительства Ростовской области. ციტირების თარიღი: 2013-11-28.