სომბრეროს გალაქტიკა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სომბრეროს გალაქტიკა

სომბრეროს გალაქტიკა, ასევე M104 (Messier 104, მესიე 104, სხვა აღნიშვნები — NGC 4594, MCG -2-32-20, UGCA 293, IRAS12373-1120, PGC 42407) — სპირალური გალაქტიკა ქალწულის თანავარსკვლავედში. გალაქტიკამ სახელი მისი სომბრეროს ქუდთან მსგავსების გამო მიიღო. დამახასიათებელი ცენტრალური ნაწილის გამო, გალაქტიკას ედუინ ჰაბლის კლასიფიკაციით Sa-ს ტიპს მიაკუთვნებენ. ძლიერი რენტგენული გამოსხივება გამოწვეულია, მრავალი ასტრონომის მოსაზრებით, გალაქტიკის ცენტრში მილიარდი მზის მასის შავი ხვრელის არსებობით.

მოყვარულ ასტრონომებს იზიდავს სომბრეროს სიკაშკაშე, რადგანაც ამ გალაქტიკის დანახვის საშუალება სამოყვარულო ტელესკოპითაცაა შესაძლებელი. მისი დანახვა 100 მილიმეტრიანი ტელესკოპით შეიძლება, 300 მილიმეტრიანი ტელესკოპით კი დისკის მტვერისაც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]