სომალის სამზარეულო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სომალური ხალვა

სომალის სამზარეულო განსხვავდება რეგიონის მიხედვით და წარმოადგენს სომალის სხვადასხვა კულინარიული ტრადიციების ერთობლიობას. სომალური საკვები სომალის ვაჭრობისთვის და კომერციისთვის მთავარ კომპონენტს წარმოადგენს.

ღორის ხორცი სომალელი მუსლიმანებისთვის შარიათის კანონების მიხედვით აკრძალულია.

საუზმე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუზმე (Quraac) სომალელებისთვის მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს. სომალელები დღეს ხშირად ჩაის ან ყავის სმით იწყებენ. ჩაის ტიპებიდან ყველაზე გავრცელებულია ჰალეებ შაი (იემენური რძის ჩაი). მთავარი კერძი, როგორც წესი, ბლინის მსგავსი პურია (კანჯერო ან კანჟილო) ეთიოპიური ინჯერას მსგავსი, მაგრამ უფრო მცირე ზომის და თხელი. ასევე შეიძლება მისი მირთმევა წვნიანთან (მარაკთან) ან სუპთან ერთად. [1] კანჯეროოს გარდა, ბევრი სომალელი მიირთმევს დაჭრილ ხორცს, რომელსაც ურევენ ნიორს, ხახვს და წიწაკას.

კანჯეროოს სხვადასხვა სახით მიირთმევენ. ის შეიძლება დაიყოს მცირე ზომის ნაჭრებად და დაემატოს შაქარი. ბავშვებისთვის მას ურევენ ჩაის და სეზამის ზეთს.

სომალური პასტა და ქათმის კერძი ერთ- ერთი რესტორნიდან

ბრტყელი პური, რომელსაც მოიხსენიებენ როგორც როოტი, მთელ სომალში მოიხმარენ. კანჯეროოს უფრო ტკბილი და ცხიმიანი ვერსია მალავაჰი გავრცელებული კერძია, რომლეთა უმეტესობასაც სახლში ამზადებენ.

ლანჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლანჩის დროს მთავარ კერძს ძალიან ხშირად წარმოადგენს მაკარონი ან ბრინჯი, რომელიც გაჯერებულია სხვადასხვა სახის სუნელებით. ისინი იყენებენ მაკარონს, რითაც ამზადებენ პასტას. [2] პასტას დამზადების ტექნოლოგია ქვეყანაში იტალიელებისგან გავრცელდა. ისინი ხშირად უფრო მძიმე წვნიანს ამზადებენ, ვიდრე იტალიური მაკარონის სოუსია. ბრინჯის მსგავსად, მას ხშირად ბანანთან ერთად მიირთმევენ.

სპაგეტი ასევე შეიძლება მიირთვათ ბრინჯთან ერთად, რითაც იქმნება ახალი კერძი, რომელსაც ადგილობრივები ,,ფედერაციას" უწოდებენ. კერძს ჩვეულებრივ მიირთმევენ ბრინჯის და სპაგეტის თანაბარი (მთლიანი) პორციებით, რომლებიც ფირფიტის სხვადასხვა მხარეს ოვალურად არიან განლაგებულები. ვარაუდობენ, რომ კერძის სახელწოდება მომდინარეობს სომალის ორი კერძის გაერთიანებიდან და აგრეთვე სახელწოდება საჭმლის ზომამ და მოცულობამაც განაპირობა. ეს კერძი ჩვეულებრივ სომალურ ოჯახებში არ მზადდება. ეს კერძი უფრო ხშირად გვხვდება სომალის ტრადიციულ რესტორნებში, სადაც ორივე, ბრინჯიც და სპაგეტიც ყოველთვის ხელმისაწვდომია.

სომალში ბევრია ადამიანი ან ტომი, რომელსაც არაბული გავლენა აქვს. ისინი მიირთმევენ არაბულ სამზარეულოს ზოგიერთ კერძს, მაგალითად, ფულს (ფავას ლობიოს). [3]

აქლემის ხორცისა და ბრინჯის კერძი

ვახშამი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვახშამს სომალში ცხრა საათზე გვიან მიირთმევენ. რამადანის დროს, ვახშმის დრო ხშირად მიყვება ტარავიჰის ლოცვებს, ზოგჯერ საღამოს 11 საათამდე. ლობიოს, რომელსაც თავისთავად დიგირს უწოდებენ, ხუთ საათამდე ამზადებენ მაგრამ ვახშმამდე დაბალ ტემპერატურაზე ტოვებენ. ასევე გამოიყენება ქამადი (ხორბალი), რომელსაც ხშირად მიირთმევენ როგორც მოხარშულს.

სამბუსა

როოტი იიო ხალვო პურის ნაჭრებია, რომელსაც ჟელატინურ კონდიციასთან ერთად მიირთმევენ. ესეც სომალურ სადილის კერძს წარმოადგენს. მას მიირთმევენ პატარა ნაჭრებად, ზემოდან ასხამენ სეზამის ზეთს (მაკარსო) და შაქარს, შემდეგ კი ამიირთმევენ შავ ჩაისთან ერთად. [1] დაარქივებული 2011-09-28 საიტზე Archive.isCategory:Webarchive template archiveis links

ძილის წინ ხშირად მიირთმევენ სანელებლებიან რძეს კარდამომსთან ერთად.

წასახემსებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბუსა სამკუთხა ფორმის საჭმელია, რომელსაც მთელს სომალში მიირთმევენ. ამ კერძის სომალური ვერსია გაჯერებულია ცხარე წიწაკის ფხვნილით, სანელებლებით და ხშირ შემთხვევაში მოიცავენ დაფქულ ხორცსაც. ხილს, როგორიცაა მანგო, გუავა, ბანანი და ფორთოხალი მთელი დღის განმავლობაში მიირთმევენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]