სოვეტ ერმენისტანი (გაზეთი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოვეტ ერმენისტანი
ენა აზერბაიჯანული ენა
პუბლიკაციის დეტალები
პირველი გამოცემის თარიღი 1921
ბოლო გამოცემის თარიღი 1989


„სოვეტ ერმენისტანი“ (სიტყვასიტყვით საბჭოთა სომხეთი) — სოციალურ-პოლიტიკური გაზეთი აზერბაიჯანულ ენაზე, რომელიც გამოიცემოდა სომხეთის სსრ-ში. გაზეთი აშუქებდა სომხეთსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებს.[1]

1970-იან წლებში გაზეთი გამოდიოდა კვირაში 3-ჯერ, ტირაჟით 21000 ეგზემპლარი.

გაზეთი დაარსდა 1921 წელს.

ყარაბაღის კონფლიქტის გამო გაზეთის გამოცემა შეწყდა.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. (1984) Ermənistan Sovet Ensiklopediyası (hy). ESE-nın Baş Redaksiyası, გვ. 512.