სლობოდა მიჩალოვიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სლობოდა მიჩალოვიჩი
დაბადების თარიღი 21 აგვისტო, 1981 (1981-08-21) (40 წლის)
ლესკოვაცი, იუგოსლავია
ეროვნება სერბი
საქმიანობა მსახიობი
მეუღლე(ები) ვოინ ჩეტკოვიჩი (დ. 2008)
შვილ(ებ)ი მილა; ვერა
მშობლები მამა: დრაგან მიჩალოვიჩი

სლობოდა მიჩალოვიჩ-ჩეტკოვიჩი (სერბულ-კირილური: Слобода Мићаловић Ћетковић; დ. 21 აგვისტო, 1981), უფრო მეტად ცნობილი როგორც სლობოდა მიჩალოვიჩისერბი მსახიობი. ცნობილია მის მიერ შესრულებული როლებით ფილმებში „Zona Zamfirova“ და ტელესერიალებში „M(j)ešoviti brak“; „Ranjeni orao“.

ადრეული და პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლობოდა მიჩალოვიჩი დაიბადა 1981 წლის 21 აგვისტოს, იუგოსლავიის ქალაქ ლესკოვაცში. სლობოდა არის მსახიობ დრაგან მიჩალოვიჩის ქალიშვილი. ჰყავს ორი და, მირიანა და დრაგანა მიჩალოვიჩები.[1] ბავშვობაში მიჩალოვიჩს სურდა გამხდარიყო ოპერის მომღერალი და ესწრებოდა სიმღერის გაკვეთილებს.[1]

მიჩალივიჩი მსახიობების, ზორანა ბეჩიჩისა და ანა ფრანიჩის ახლო მეგობარია.[1] 2008 წელს მიჩალოვიჩი ბელგრადში დაქორწინდა მსახიობ ვოინ ჩეტკოვიჩზე[1] და დამატებით მიიღო მისი გვარი, გახდა სლობოდა მიჩალოვიჩ-ჩეტკოვიჩი. 2010 წლის თებერვალში შეეძინა ტყუპი გოგონები, მილა და ვერა.[1] წყვილი შვილებთან ერთად ცხოვრობს ბელგრადის ოლქის ნოვი-ბეოგარდის თემში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიჩალოვიჩმა კარიერა სცენაზე დაიწყო.[1] ფილმებსა და ტელევიზიაში შესრულებული მცირე როლების შემდეგ 2002 წელს შეასრულა ვასკეს როლი ფილმშ „Zona Zamfirova“, ითამაშა კატარინა რადივოიევიჩთან და ვოინ ჩჩეტკოვიჩთან ერთად. ამის შემდეგ 2003-2007 წლებში მიჩალოვიჩმა შეასრულა ელენა ჩადენოვიჩის როლი „RTV Pink“-ის ტელესერიალ „M(j)ešoviti brak“, ითამაშა მილუტინ კარაძიჩთან და დარა ჯოკიჩთან ერთად. 2007 და 2008 წლებში მონაწილეობას იღებდა სერბო-ხორვატიულ ტელესერიალში „Ne daj se, Nina“, ტელენოველის „Yo soy Betty, la fea“ ვერსიაში, აგრეთვე ითამაშა დედოფალი ნატალია ობრენოვიჩის როლი „Kraljevina Srbija“-ში.[2]

2008-2009 წლებში ითამაშა სერბეთის რადიო ტელევიზიის ტელესერიალში „Ranjeni orao]]“, რომელიც სერბეთის ყველა დროის ყველაზე ყურებადი სერიალი ნახა.[3] მან აგრეთვე ითამაშა კატარინას როლი 2009 წელს გადაღებულ ფილმში „Sveti Georgije ubiva aždahu“,[1] eventually given to Nataša Janjić.[4] 2011-2012 წლებში მონაწილეობას იღებდა ტელესერიალში „Nepobedivo srce“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]