სლავიანკის ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სლავიანკის ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატის ეკლესია
სლავიანკის ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატის ეკლესია — რუსეთი
სლავიანკის ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°44′14″ ჩ. გ. 30°27′53″ ა. გ. / 59.73722° ჩ. გ. 30.46472° ა. გ. / 59.73722; 30.46472
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, შუშარი
სასულიერო სტატუსი მშენებარე
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
თარიღდება 2013-2015

სლავიანკის ღვთისმშობლის სწრაფშემსმენელი ხატის ეკლესია (რუს. Церковь иконы Божией Матери «Скоропослушница») — მშენებარე მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 2013-2015 წლებში.

ეკლესია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სლავიანკის ახალი მიკრორაიონის დაგეგმარების დროს, მის ერთ-ერთ მოედანზე, გადაწყვიტეს აეშენებინათ ახალი ქვის სატაძრო კომპლექსი. იმისათვის, რომ რაიონის სწრაფად მზარდ მოსახლეობას საშუალება ქონოდათ დასწრებოდნენ ღვთისმსახურებას, სახლებთან ახლოს დაიწყო ახალი ხის ეკლესიის მშენებლობა. 2011 წლის 3 სექტემბერს პოლოცკისა და როსტოვის ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე მოედანზე შედგა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის სამლოცველო ტაძრის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიალი. სამშენებლო კომპანია „Балтрос“-ის დახმარებით ჩაასხეს ტაძრის საფუძველი, გაიყვანეს კომუნიკაცია და გადახურეს ტაძარი. შენობის კედლები თავად მრევლის დამსახურებით ამოიყვანეს. მშენებლობა დასრულდა სამი თვის შემდეგ, პირველი ღვთისმსახურება კი შედგა ამავე წლის 4 დეკემბერს, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე.

2013 წლის აღდგომის დღესასწაულზე მრევლის მამაკაცთა ბრიგადამ სამრეკლოზე ზარები დაკიდეს.

2013 წლის 22 ნოემბერს შედგა ტაძრის საზეიმო სარძიკვლის ჩაყრა, რომელიც აღასრულა ცარსკოე-სელოს ეპისკოპოსმა მარკელ ვეტროვმა.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვისგან აგებული ტაძრის პროექტი შემუშავებული იყო მკაცრ ბიზანტიურ არქიტექტურულ სტილში. ტაძრის ტევადობა იყო 1 000 კაცი. შენობის სიმაღლე ჯვრის ჩათვლით 51 მეტრია, ხოლო საერთო ფართობი 2 500 კვ. მ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]