სლავიანკების გამომშვიდობება
მარში აშშ-ის სანაპირო დაცვის ორკესტრის შესრულებით, 2006 წელი
„სლავიანკების გამომშვიდობება“ (რუს. Прощание славянки [პროშანიე სლავიანკი] — „სლავ(ი ქალ)ების გამომშვიდობება“) — რუსული მარში. დაიწერა 1912 წელს, ტამბოვში მდგარი მე-7 სათადარიგო ცხენოსანთა პოლკის მთავარი მესაყვირის, ვასილი აგაპკინის მიერ. შეიქმნა ბალკანეთის პირველი ომის (1912–1913) მოვლენების შთაბეჭდილებით.[1] არსებითად, წარმოადგენს ეროვნულ მარშს, სიმბოლურად გამოხატავს ომში, სამხედრო სამსახურში ან შორეულ მოგზაურობაში წასვლის დროს გამომშვიდობებას. რუსეთის ფარგლებს გარეთ რუსეთის იმპერიის, საბჭოთა კავშირისა და რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკალური ემბლემაა.[2] გამოქვეყნდა 1915 წლის ზაფხულში, ქალაქ კიევში, როგორც გრამფირფიტა სინგლი.
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ Василий Агапкин и его марш «Прощание славянки».
- ↑ Елков И. Мир отмечает вековой юбилей «Прощания славянки». // Российская газета. — 31 мая 2012. — № 123 (5796).