სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია
Scooby-Doo! Mystery Incorporated title.png
ჟანრი დეტექტივი
მონაწილეობენ
ქვეყანა შეერთებული შტატები
ენა ინგლისური
სეზონი 2
ეპიზოდი 52
რესურსები ინტერნეტში
საიტი


სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია (ინგლ. Scooby-Doo! Mystery Incorporated) - ამერიკული მისტიკური კომედიურ-დრამატული ანიმაციური სერიალი. ანიმაცია წარმოადგენს ჰანა – ბარბერას მიერ შექმნილ სკუბი – დუს მედია ფრენჩაიზის მეთერთმეტე განსახიერებას. სერიალის შემკვეთი და პროდიუსერია Warner Bros. Animation[1] და Cartoon Network UK. მისი პრემიერა შედგა შეერთებულ შტატებში Cartoon Network-ზე 2010 წლის 5 აპრილს.

ანიმაციაში ვბრუნდებით სკუბი-დუსა და გუნდის (იგულისხმება მისტიკური კორპორაცია) ახალგაზრდობაში, როდესაც ისინი ჯერ კიდევ აგვარებენ საიდუმლოებებს მშობლიურ ქალაქში.  ანიმაცია ეყრდნობა სკუბი-დუს კლასიკურ ვერსიას.

სერიალში ვხვდებით საშინელებათა ჟანსრსაც. მასში თანამედროვე საშინელებათა ფილმების ინტერპრეტაციები, როგორიცაა ხერხი , ტელესერიალები Twin Peaks და ა.შ.

ანიმაციაში შეიცვალა დიზაინი, ამჯერად რეტრო სახით, რომელიც მათ 1969 წლის ორიგინალურ კოსტიუმებს უბრუნებს, მცირედი ცვლილებებით . ანიმაცია ასევე არის მეთიუ ლილარის ანიმაციური დებიუტი, როგორც შაგის გახმოვანება, მას შემდეგ რაც მან პერსონაჟი განასახიერა ორ ლაივ-მოქმედებაში , Scooby-Doo (2002) და Scooby-Doo 2: Monsters Unleashed (2004). კეიზი კასემ , შაგის თავდაპირველმა გამხმოვანებელმა ხუთ ეპიზოდში გაახმოვანა შაგის მამა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრედ ჯონსი , დაფნე ბლეიკი , ველმა დინკლი , შაგი როჯერსი და სკუბი-დუ თინეიჯერი დანაშაულების გამოძიების გუნდი არიან, რომლებიც ცხოვრობენ პატარა ქალაქ კრისტალ ქეივში. სავარაუდოდ ”დაწყევლილი” ქალაქის უცნაური გაუჩინარების ისტორია, მოჩვენება და ურჩხული საფუძვლად უდევს ქალაქის დიდ პოპულარობას.

გუნდი იკვლევს კრისტალ ქეივის ბნელ საიდუმლოს რის დროსაც მრავალ მივიწყებულ ფაქტს აეხდება ფარდა. ისინი გამოძიებას მას შემდეგ იწყებენ რაც საიდუმლოებით მოცული ადამიანისგან გასაიდუმლოებულ მინიშნებებს მიიღებენ. გუნდი იძიებს ლეგენდას დაწყევლილი კონკისტადორის საგანძურზე, კრისტალ ქეივის დაარსების დროს მცხოვრებ საიდუმლოებით მოცულ ოჯახზე რომელთ სახლშიც მიწაში ჩაიმარხა და იდუმალ გუნდზე რომელშიც ოთხი ახალგაზრდა იყო უცნაურ შინაურ ფრინველთან ერთად (პირველი მისტიკური კორპორაცია სხვა შემადგენლობით).

მეორე სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი მისტიკური კორპორაცია ბრუნდება კრისტალ ქეივში რა დროსაც იწყება შეჯიბრი ორ ჯგუფს შორის იდუმალი პლანეზური დისკის ნაწილების შესაკრებად, რაც ქალაქის ქვეშ დაწყევლილი განძისკენ მიმავალ გზას აჩვენებს, ნაწილების შეგროვებისას აშკარა ხდება, რომ ეს ორი ჯგუფი არ არის საიდუმლოების ამომხსნელთა ერთადერთი გუნდი, რომელიც კრისტან ქეივშ ცხოვრობდა. იყო მრავალი ასეთი გუნდი რომელიც შედგებოდა ოთხი ახალგაზრდით და ერთი შინაური ცხოველით, საინტერესო ისაა რომ ყველა ეს გუნდი კულტურულად კავშირშია კრისტალ ქეივის საიდუმლოს გამო.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი ეპიზოდები თავდაპირველად გავიდა ეთერში (აშშ თარიღები)
სეზონის პრემიერა სეზონის ფინალი
1 26 2010 წლის 5 აპრილი 2011 წლის 26 ივლისი
2 26 2012 წლის 30 ივლისი 2013 წლის 5 აპრილი

ანიმაციის პირველი სეზონში არის ოცდაექვსი ეპიზოდი, გადიოდა 2010 წლიდან 2011 წლამდე, მეცამეტე ეპიზოდის შემდეგ ტელევიზიაში გადაცემა შეწყდა უცნობი მიზეზით. სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა 2010 წლის 5 აპრილს,  შემდეგ გადავიდაა 2010 წლის 12 ივლისს Cartoon Network- ზე. ანიმაცია გადავიდა კანადის Teletoon– ზე, მეცამეტე ეპიზოდის შემდეგ. მეორე სეზონის პირველი ეპიზოდის პრემიერა შედგა 2012 წლის 30 მარტს Cartoon Network Videos- ზე  და გავიდა დიდ ბრიტანეთში 2012 წლის 2 ივნისს. ოფიციალური Warner Brothers ვებგვერდის განცხადებით,  პირველი თხუთმეტი ეპიზოდი ეთერში გავიდოდა 2012 წლის 30 ივლისის შემდეგ სამუშაო დღეებში.

გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Rotten Tomatoes-ზე ანიმაციას აქვს100 %[2]. IMDb-ზე ანიმაციას აქვს 8.0 / 10 -დან[3]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია - amazon-ზე

სკუბი-დუ! მისტიკური კორპორაცია - microsoft-ზე

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scooby-Doo! Mystery Incorporated. wbanimation.fandom.com. (27 დეკემბერი, 2020)
  2. SCOOBY-DOO! MYSTERY INCORPORATED. www.rottentomatoes.com. (27 დეკემბერი, 2020)
  3. Scooby-Doo! Mystery Incorporated . www.imdb.com. (27 დეკემბერი, 2020)