სი-ო-სე-პოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სი-ო-სე-პოლი
სი-ო-სე-პოლი
სი-ო-სე-პოლი
კოორდინატები: 32°38′40″ ჩ. გ. 51°40′03″ ა. გ. / 32.64444° ჩ. გ. 51.66750° ა. გ. / 32.64444; 51.66750
ადგილმდებარეობა ირანის დროშა ირანი
გადებულია ზენდერუდი
კონსტრუქციის ტიპი თაღოვანი
მასალა ქვა
აგური
მშენებლობის დაწყების თარიღი 1599
მშენებლობის დასრულების თარიღი 1602
სი-ო-სე-პოლი — ირანი
სი-ო-სე-პოლი
სურათები ვიკისაწყობში

სი-ო-სე-პოლი (სპარს. سی‌وسه‌پل), ასევე ცნობილი როგორც ალავერდი-ხანის ხიდი (სპარს. پل الله‌وردی خان) — ირანის ქალაქ ისპაანის 11 ისტორიული ხიდიდან უდიდესი. გადებულია მდინარე ზენდერუდზე. ასრულებს ხიდისა და კაშხლის ფუნქციას.[1] პოპულარული და სეფიანთა არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ობიექტია. აშენდა 1599-1602 წლებში შაჰ-აბას I-ის მმართველობის დროს.[2] ხიდი აშენდა გამაჰმადიანებული ქართველის — ალავერდი-ხანის ხელმძღვანელობით. ხიდს განსაკუთრებით ჰქონდა მაღალი საზოგადოების ეზოიანი საკუთარი სახლების დამაკავშირებელი ფუნქცია, აგრეთვე ერთმანეთს აკავშირებდა ისპაანსა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სომხურ რაიონ ახალ ჯულფას. ხიდი ორსართულიანია, კედლები თხელი, ქართული აგურით არის ნაშები. ზედა სართულს ამშვენებს რამდენიმე ძალიან ლამაზი გუმბათი. ხიდის საერთო სიგრძეა 297,76 მ, საერთო სიგანე 14,75 მ.[2] სი-ო-სე-პოლის თაღოვან-კამაროვანი ხიდი შედგება 33 მალისაგან, რის გამოც მიიღო თავისი სახელწოდება, ვინაიდან „سی‌وسه‌پل“‎ ანუ „სი-ო-სე-პოლი“ თარგმანში სიტყვასიტყვით ნიშნავს „ოცდაცამეტ ხიდს“. ხიდს სავალი ნაწილის ორივე მხარეს გასდევს თაღედები.[3] უგრძესი მალის სიგრძე დაახლოებით 5,60 მ აღწევს. თავდაპირველად ხიდის ინტერიერი მოხატული იყო, რომლებსაც მოგზაურები ხშირად აღწერდნენ როგორც ეროტიკულს. ქვედა სართულზე გაკეთებულია შეჭრილი ოთახები, რომლებშიც ჩაიხანებია გახსნილი.[4]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]